|
2018-01-29 13:38:00, 1705 ნახვა
პოლიტიკა
არასამთავრობო ორგანიზაციები აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვენ
არასამთავრობო ორგანიზაციები აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვენ. როგორც ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მუხთარლის სავარაუდო გატაცება და სხვა ქვეყანაში გადაყვანა საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს მთავრობას: „გაასაჯაროოს საქართველოში 2017 წლის 29 მაისს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, სავარაუდო გატაცებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების დეტალები: მათ შორის, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გავრცელდეს საქმეში მითითებული სავარაუდო გატაცების ადგილიდან, ასევე სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან ამოღებული ვიდეო-მასალა. დღემდე საზოგადოებისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს“ ასევე მიმართავენ საქართველოს პროკურატურას: უზრუნველყოს აფგან მუხთარლის საქმეზე დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება; უზრუნველყოს გამოძიების შედეგებისა და მიმდინარეობის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მთავარ პროკურორთან შეხვედრა; გამოძიება აწარმოოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას დამამძიბელ გარემოებებში, ასევე 154-ე მუხლით (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა); მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი აფგან მუხთარლის და მის მეუღლეს, ლეილა მუსტაფაიევას; „2018 წლის 12 იანვარს ბელაქნის (აზერბაიჯანი) რაიონულმა სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო წაყენებულ ბრალდებებში და მას სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა აფგან მუხთარლის უდანაშაულობის დადასტურება. ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ბელაქნის რაიონულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის მიმართ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევიდან უკვე რვა თვეა გასულისაზოგადოებისთვის კვლავ უცნობია აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე გამოძიების დეტალები და შედეგი. სერიოზული კითხვები ჩნდება გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით. ამ დრომდე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის პოლიციის ხელმძღვანელების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ის რომ არ მომხდარა დეტალური განმარტება მომხდართან დაკავშირებით, არ გასაჯაროვებულა ამოღებული ვიდეო-მასალა, კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს გამოძიებაზე პოლიტიკური ზეგავლენის არსებობის შესახებ. დღემდე არ არის სათანადოდ შესწავლილი საქმეში სახელმწიფოს წარმომადგენლების შესაძლო მონაწილეობის საკითხი. მომხდარის არაეფექტური გამოძიება საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის იმიჯს, რაც არაერთხელ აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების მიერ. მეტიც, როგორც ეს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია აღნიშნული, „ევროპარლამენტი გმობს აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სწრაფად, გამჭვირვალედ და ეფექტურად გამოიძიოს მუხთარლის ძალადობრივი გაუჩინარება“. ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაციის, „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ დემოკრატიის შესახებ გავრცელებულ 2018 წლის ანგარიშში საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში რჩება. დასკვნის ძირითად მიგნებებში ერთ-ერთი პირველიმოხვდა აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების ფაქტი, ავტორიტარული რეჟიმის საზღვრებს მიღმა წვდომა „დემოკრატიისთვის ყველაზე საგანგაშო საფრთხედ"არის მოხსენიებული:„დევნილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაიტაცეს თბილისიდან ადამიანებმა, რომლებიც, სავარაუდოდ, ქართულად ლაპარაკობდნენ, შემდეგ ის გადაიყვანეს აზერბაიჯანში. ეს აჩენს შეშფოთების საფუძველს, რომ გატაცებაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“ - ნათქვამია ანგარიშში. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, თბილისში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მოგვიანებით კი ის აზერბაიჯანში, ბაქოში აღმოჩნდა დაკავებული. მუხთარლის ჩვენების მიხედვით, ის ქართული პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა და ქართულად მოსაუბრე პირებმა გაიტაცეს, რაც საქართველოში ამ საქმის ეფექტურ გამოძიებას საერთაშორისო დატვირთვას ანიჭებს. აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის ბრალი წაეყენა საზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდის და მესაზღვრეებისათვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში,დღემდე არ დაკმაყოფილებულა „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ და მისი წევრი ორგანიზაციის, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მოთხოვნა აფგან მუხთარლისათვის და მისი მეუღლისთვის, ლეილა მუსტაფაევასათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ასევე არ მომხდარა ეფექტური გამოძიება ლეილა მუსტაფაევასა და აფგან მუხთარლის მეგობრის, დაშგინ აღალარლის სავარაუდო თვალთვალის ფაქტებზე. აღსანიშნავია, რომ ლეილა მუსტაფაევამ გამოძიებას სავარაუდო მოთვალთვალეთა ფოტოებიც წარუდგინა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით რეაგირება არ მომხდარა“,- ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები: თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT)
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)