19:49 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-29 13:29:02, 1527 ნახვა

სხვადასხვა
ბრიტანეთის მოქალაქის მეუღლე - თბილისის ერთ-ერთ კლუბში 5000 ლარი მოტყუებით გადაახდევინეს

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი სალომე კაჭარავა წერს, რომ მის მეუღლეს, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, კლუბ „ოთახში“ 5 000 ლარი გამოსძალეს.

როგორც კაჭარავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, კრისტოფერ უეიქი კლუბში 15 წუთი გაჩერდა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, ბარის პერსონალის მტკიცებით, მან 900 ლარი დახარჯა. 

„ძალაინ კარგად ორგანიზებული აფიორის მსხვერპლი გავხდით რამდენიმე კვირის წინ. მოკლედ საქართველოში ჩვენი ბოლო ვიზიტის დროს კრისი (ჩემი მეუღლე, ბრიტანეთის მოქალაქე და უზომოდ შეყვარებული სქართველოზე, ამჟამად ძალიან იმედგაცრუებული) შეხვდა მის შოტლანდიელ მეგობარს ერთ-ერთ ბარში ახვლედიანის ქუჩაზე (ყოფილი პეროვსკაია), იქიდან გამოსულებმა, სანამ ტაქსი მოვიდოდა შეიარეს იქვე ერთ ერთ კლუბ-სოროში ოთახი (club Otakhi), სადაც 
იყვნენ სადღაც 15 წუთი, ანგარიშის გადახდისას კრისს მოსთხოვეს 900 ლარის გადახდა, რაც , რა თქმა უნდა, გააპროტესტა. ამის გამო გამოიძახეს დაცვა და კრისს უთხრეს რომ იყო პოლიცია და თუ ამ თანხას არ გადაიხდიდა დააკავებდნენ, თან ძალიან უხეშად ექცეოდნენ, ჩამოართვეს ტელეფონი და ტენიდნენ მანქანაში, მოკლედ, ამ წნეხის ქვეშ, ისე რომ თვითონ საერთოდ ვერ ხსნის როგორ, ამ ბარმა საბოლოოდ ანგარიშიდან ჩამოაჭრა 5000 ლარი, ასევე აბსოლიტურად აუხსნელია 900 ლარიდან 5000 ლარამდე როგორ გაიზარდა ანგარიში. ბარის მენეჯმენტი აბსოლიტურად დარწმუნებულია რომ
მან 15 წუთში დალია თურმე ბარში არსებული ყველაზე ძვირიანი კონიაკი (ცხოვრებაში არ გაუსინჯავს კონიაკი) და დაპატიჟა მთელი კლუბი(ნონსენსი!) მოვითხოვეთ ჩეკი ან ვიდეო ჩანაწერი, 
მაგრამ რა თქმა უნდა ვერაფერს მივაღწიეთ, უბრალოდ უნდა "ვენდოთ" სიტყვაზე მომუშავე სტაფს... 
პირად ზარალზე რომ არაფერი ვთქვათ, ძალიან დიდ ჩირქს სცხებს ჩვენს ქვეყანას ასეთი ხალხი და კომპანიები! აუცილებლად უნდა დაისაჯოს, ვინც ასე გვიფუჭებს აუხსნელი შრომით მოპოვებულ საერთაშორისო პოზიტიურ იმიჯს!დარწმუნებილი ვარ ჩვენი შემთხვევა არ არის პირველი, და სამწუხაროდ არც უკანასკნელი“, - წერს სალომე კაჭარავა..

„რუსთავი 2-თან“ საუბარში კლუბ „ოთახის“ მენეჯერი ამტკიცებს, რომ მოქალაქემ ბარში 5 007 ლარის ღირებულების სასმელი შეუკვეთა, საბოლოოდ კი 5 000 ლარი გადაიხადა. ბარის პერსონალს არ ახსოვს, კონკრეტულად რა მოითხოვა კრისტოფერ უეიქმა. ამბობენ, რომ ამის ვიდეოჩანაწერიც აქვთ, მაგრამ „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში მათ არც ვიდეოჩანაწერი უჩვენებიათ და არც შეკვეთის ქვითარი. კლუბ „ოთახის“ ბარში ყველაზე დიდი ღირებულების სასმელი „ჩივას რეგალია“, რომლის ერთი ბოთლის ღირებულება 300 ლარია.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics