19:54 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-29 13:16:03, 1647 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე სტუდქალაქის საცხოვრებელი კორპუსების გაზიფიცირების დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე დღეს სტუდქალაქის საცხოვრებელი კორპუსების გაზიფიცირების დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. კორპუსების გაზიფიცირება კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისმა“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაკვეთით განახორციელა.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული დასახლების გაზიფიცირება წინასაარჩევნოდ მისი ერთ-ერთი დაპირება იყო. კახა კალაძის განცხადებით, მიმდინარეობს ასევე, მუშაობა საცხოვრებელი ფართების დაკანონების საკითხზე.

„ახლა ვიმყოფებით ბაგებში, სადაც გაზიფიცირების სამუშაოები განხორციელდა. დაახლოებით, 800 ოჯახს ექნება შესაძლებლობა, ბუნებრივი აირით ისარგებლოს. ამჟამად, მიმდინარეობს დაერთების სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, 380 ოჯახია უკვე, ვინც ბუნებრივი აირით სარგებლობს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ყაზტრანსგაზს“, ეკონომიკის სამინისტროს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ამ პროექტის განხორციელებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ ასევე, დაკანონების საკითხზე. პროცესი დაწყებულია და დაახლოებით 100 ოჯახი, რომელიც ლტოლვილი არ არის და აღნიშნულ შენობა-ნაგებობებში ცხოვრობს, ძალიან მალე საცხოვრებელ ფართებს დავუკანონებთ. განაცხადი შემოსულია, მუშაობა დაწყებულია და პროექტი განხორციელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, გაზიფიცირების ფარგლებში, უსაფრთხოების მიზნით, დამონტაჟდა სპეციალური გაზის დეტექტორები. გაზის გაჟონვის შემთხვევაში, სისტემა ავტომატურად გაითიშება.

აღნიშნულ კორპუსებში გაზიფიცირების სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამჟამად, ბუნებრივი აირის ოჯახებში შეყვანის პროცესი მიმდინარეობს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics