|
2018-01-29 11:57:40, 1773 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველოს მთავრობა განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას
მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და ლიტვის პრემიერებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ლიტვის პრემიერთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, ეკონომიკური კავშირების გაფართოებას, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. „ მისასალმებელია, რომ თანამშრომლობას განაგრძობენ ჩვენი ქვეყნების რეგიონები და ქალაქები. ლიტვა მრავალი წელია, აგრძელებს თავისი გამოცდილების გაზიარებას. ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას დავუთმეთ განსაკუთრებული ყურადღება, ამი მიმართულებით არსებობს პოტენციალი და ჩვენი მიზანია, მისი სრულად გამოყენება. ხელი უნდა შევუწყოთ ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას და ლიტვული პროდუქციის დამკვიდრებას ქართულ ბაზარზე.განვიხილეთ პერსპექტივა, რომელიც აქვს ანაკლისი პორტის განვითარებას“,-განაცხადა კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის მეშვეობით, ლიტველ ვიზიტორთა რიცხვი ბოლო წლებში იზრდება. პრემიერი მოელის, რომ ვიზალიბერალიზაციიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გაღრმავდება ლიტვასა და საქართველოს შორის ხალხთაშორისი კავშირები. ამას გარდა, გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით, ლიტვის მხარდაჭერა საქართველოსადმი მაღალია. პრემიერის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ოკუპირებულ ტეროტორიებზე არსებულ რთულ მდგომარეობაზე, რასაც, მისივე განმარტებით, ბოლოდროინდელი ნაბიჯები ადასტურებს. „ აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარკაბებში დღის წესრიგის მთავარ სკაითხებში პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე. საქართველოს მთავრობა განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას. ქარველებისა და ლიტველების არაერთი თაობა გააერთიანა თავისუფლებისთვის ბრძოლამ, მჯერა, ჩვენ შევძლებთ ამ მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებას და გაძლიერებას. მოხარული ვარ, რომ შევიძინე ახალი მეგობარი, რომელიც თავისი ქვეყნის პარტნიორი და ძალიან დიდი მეგობარია საქართველოსი. მინდა, ვუსურვო წარმატებები თავის საქმიანობაში და კიდევ ერთხელ მივესალმო მის ვიზიტს საქართველოში“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)