|
2015-05-13 17:02:21, 1006 ნახვა
ეკონომიკა
არჩილ ხაბაძე ავსტრიული კომპანია „Denkstatt Group A.G.“-ის წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ავსტრიული კომპანია „Denkstatt Group A.G.“- ის წარმომადგენლებს შეხვდა. გაფართოებულ სამთავრობო შეხვედრას აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის ა.რ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ხელმძღვანელი ვახტანგ წულაძე დაესწრნენ. შეხვედრაზე კომპანიას წარმოადგენდნენ გენერალური დირექტორი ფერდინანდ კოხი და ლეოპოლდ ფრაი, ასევე კონსულტანტი საერთაშორისო ურთიერთობებში - ერეკლე ცინცაძე. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს აჭარაში მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მიმდინარე პრობლემები და მათი მოგვარების გზები; პროგრამა ECOProfit-ის საპილოტე პროექტის აჭარაში განხორციელების შესაძლებლობები და ალტერნატიული ენერგიის წარმოების სფეროში სამომავლო პერსპექტივები; ასევე საუბარი შეეხო აჭარის რეგიონის გარემოს დაცვითი კონცეფციის შემუშავებას. „ დღეს გქვონდა შეხვედრა ავსტრიულ საერთაშორისო კომპანიასთან, რომელსაც ეკოფიტის პროექტების მომზადებისა და განხორციელების დიდი გამოცდილება გააჩნია, რაც გულისხმობს ურბანული განვითარების ეკოლოგიურ ანალიზსა და სწორად დაგეგმვას. დღეს შეხვედრაზე განვიხილეთ აჭარაში მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მიმდინარე პრობლემები და აჭარის ტერიტორიაზე ნარჩენების სახით არსებული რესურსის შემდგომი გადამუშავების ანალიზისა და დაგეგმვის საკითხი”, - განაცხადა ვახტანგ წულაძემ. ECOProfit-ის პროგრამა შემუშავებულია ავსტრიაში 20 წლის წინ და ამჟამად დანერგილია ევროპის 100-ზე მეტ ქალაქში. პროგრამა მოიცავს მსხვილი კომპანიების მიერ გარემოზე ზემოქმედების შემცირებას ელექტროენერგიის, ნედლეულის, საოპერაციო ხარჯების, წყლისა და ნარჩენების დანახარჯების შემცირების გზით. აღნიშნული მიიღწევა კომპანიების მენეჯმენტის ტრენინგებისა და ქალაქის მერიის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან მუდმივი მონიტორინგის გზით. ავსტრიულმა კომპანიამ აჭარის მთვარობას შესთავაზა ECOProfit-ის საპილოტე პროექტის განხორციელება ბათუმის 20 უმსხვილეს კომპანიაში. „აჭარის მთავრობა აპირებს რეგიონში დანერგოს ინოვაციური გადაწყვეტილებები ნარჩენების მართვის სისტემასთან მიმართებაში, რომელიც საშუალებას მისცემს რეგიონს არსებული ნარჩენებისაგან მიიღოს განახლებადი ენერგია. უნდა შემცირდეს მყარი ნარჩნებისგან ბიომასის გამოყოფა და მოხდეს მისი ენერგიის რესურსად გამოყენება. ასევე, იგეგმება არსებული ნაგავსაყრელების გაუქმება და თანამედროვე ახალი ნაგავსაყრელის მოწყობა“, - აღნიშნა ფერდინანდ კოხმა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)