2018-01-28 12:19:45, 3859 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. საბაჟო პუნქტები გაიხსნა
ახალგორში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საბაჟო პუნქტი გახსნა.
ამასთან ერთად, სოხუმში რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ე.წ. სპეციალიზებული საბაჟო პოსტი შეიქმნა.
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში აიკრძალა დანარჩენი საქართველოდან ხორცისა და რძის პროდუქტების შეტანა.
აღნიშნულ ფაქტს ოფიციალური თბილისი აფასებს, როგორც რუსეთის მცდელობას, მოახდინოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის სივრცეში, მათ შორის, საბაჟო-ეკონომიკურ სისტემაში გაერთიანება.
ავტორი: ,