10:37 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-26 12:22:48, 2010 ნახვა

სამართალი
მოსამართლეთა კოლეგია მუსტაფა ჩაბუქის საქმეზე სათათბიროდ გავიდა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს  მოსამართლეთა კოლეგია შოთა გეწაძის, გიორგი გოგიაშვილისა და ილონა თოდუას შემადგენლობით,  მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდა.

უცნობია, რამდენი დრო დასჭირდებათ მათ გადაწყვეტილებაზე ჩამოსაყალიბებლად.

სხდომას თავად ბრალდებული ჩაბუქიც ესწრებოდა.

 დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის  ადვოკატების სარჩელის თემაა, ბათილად იქნას ცნობილი პირველი ინსტაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება  ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მიუნიჭებლობის თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ სასამართლომ  საქმეს მტკიცებულებად  დაურთო Human rights watch-ის 2018 წლის ანგარიში, სადაც ადვოკატების  თქმით, საუბარია თურქეთში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც ფეთჰულა გიულენის მიმდევრებად არიან აღიარებული.

ამიტომ, დაცვის მხარე ითხოვს, არ მოხდეს ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება.

შეგახსენებთ, 2017 წლის 24 მაისს საქართველოში დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს.

მას ბრალად ედება წილების გასხვისების მცდელობა ერთ-ერთ ამერიკულ ფირმაზე, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციადაა მოხსენიებული თურქული მხარის მიერ, რასაც თავად ჩაბუქი კატეგორიულად უარყოფს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს 25 მაისს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა, რომელიც 25 ნოემბერს კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივდა.

ჩაბუქსა და მის ოჯახს, 7 ივლისს,  უარი ეთქვა საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე.

თურქი პედაგოგი საქართველოში 15 წელია ცხოვრობს. იგი  2002 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას.

 ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics