03:11 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-25 18:04:09, 2180 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში გიუნტერ ბეხლერსა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას, ასევე - სირთულეებს, რომელიც მოსახლეობას საოკუპაციო ხაზზე ხელოვნური ბარიერების აღმართვით ექმნება.

"ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ.

განსაკუთრებით აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მზადყოფნა, ჟენევის ფორმატში გაგრძელდეს კონსტრუქციული და შედეგებზე ორიენტირებული დისკუსია იმ ძირითად საკითებზე, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ემსახურება.

ყურადღება გამახვილდა მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დღის წესრიგში არსებულ ძირითად საკითხებზე, რომლებზეც მხარეები ჟენევაში 27-28 მარტს იმსჯელებენ.

პრემიერ-მინისტრმა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს დისკუსიებში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა",-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეხვედრებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics