19:52 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-25 17:03:31, 1971 ნახვა

საზოგადოება
8 თებერვალს საქართველოში FIFA-ს მსოფლიო თასი ჩამოვა

თბილისის მერიის, ფეხბურთის ფედერაციისა და კოკა-კოლას პარტნიორობით, 8 თებერვალს, საქართველოში FIFA-ს მსოფლიო თასი ჩამოვა.

მერიის ინფორმაციით, მსოფლიო თასის ტურის ორგანიზებას კოკა-კოლა უზრუნველყოფს, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრებს სთავაზობს,  საფეხბურთო სფეროში გამორჩეული ჯილდო საკუთარი თვალით იხილონ და მსოფლიოს უდიდეს სპორტულ ღონისძიებაში ჩაერთონ.

ღონისძიების მიზანია ფეხბურთის, როგორც განსაკუთრებით პოპულარული სპორტული სახეობისა და მისით დაინტერესებული მილიონობით ადამიანის მხარდაჭერა.

FIFA- ს მსოფლიო თასის ტური კოკა-კოლამ 2017 წლის სექტემბერს დაიწყო. ტური  პლანეტის 6 კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და  ცხრა თვის განმავლობაში 126000 კილომეტრს  გაივლის.

FIFA-ს მსოფლიო თასი თბილისის აეროპორტში 8 თებერვალს შემოვა.  ამის შემდეგ თასი თბილისი მოლის შენობაში გადაინაცვლებს და მისი ხილვა ქართველ გულშემატკივარს თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში, 13:00 საათიდან 18 :00 საათამდე შეეძლება.

ყველა სიახლე, მათ შორის  ღონისძიებების თარიღები, ექსკლუზიური ინტერვიუები, ფოტო-ვიდეო მასალა FIFA-ს მსოფლიო თასის ტურის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ FIFA-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.fifa.com/trophytour, ოფიციალურ Facebook გვერდზე www.facebook.com/trophytour და Instagram-ის გვერდზე https://www.instagram.com/trophytour/.

FIFA-ს  მსოფლიო თასი მსოფლიოში აღიარებული და ფასდაუდებელი სპორტული სიმბოლოა, მისი შეხება ადამიანების ძალზედ ვიწრო წრეს შეუძლია, მათ შორის FIFA-ს   მსოფლიო თასის გამარჯვებულებს და სახელმწიფოს მეთაურებს. თასი ოქროსგანაა დამზადებული და    6.142 კილოგრამს იწონის. მისი ამჟამინდელი დიზაინი დასაბამს 1974 წლიდან იღებს. რეგულაციების თანახმად, თასი რჩება FIFA-ს  საკუთრებაში, გამარჯვებულ  გუნდს შეუძლია მხოლოდ დროებით დაიტოვოს იგი, ხოლო სამუდამო საკუთრებაში მათ გადაეცემათ  თასის ასლი, რომელიც მოოქროვილია და მასზე დატანილია წელი, მასპინძელი ქვეყანა და გამარჯვებული გუნდის სახელწოდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics