12:32 - 20 Aug, 2026
|
2015-05-13 15:11:59, 568 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრმა ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახებს მიუსამძიმრა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ქობულეთში ხანძრის დროს დაღუპული ბავშვების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს. "მე მინდა მათ ოჯახებს მივუსამძიმრო ისევ, ძალიან საშინელი რაღაც მოხდა, ძალიან დიდი უბედურება, გამოძიება მიმდინარეობს და გამოიკვეთება ალბათ თუ საიდან მოხდა ხანძარი, კერა საიდან გაჩნდა და ვისი ბრალეულობა იყო ეს, თვითონ სასტუმროს ადმინისტრაციის ბრალი იყო თუ თვითონ დამსვენებლების ბრალი იყო. მე ვერაფერს ვერ ვიტყვი ახლა, გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. შეგახსენებთ, ქობულეთში სასტუმრო „არმაზში“ მომხდარ ხანძარს სამი მოზარდი ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)