|
2018-01-25 12:11:04, 1756 ნახვა
პოლიტიკა
1-ელი ივნისიდან 19 ნოემბრის ჩათვლით, პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულობის სახით 16 418 892 ლარი მიიღეს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, გასული წლის 1-ელი ივნისიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულობის სახით 16 418 892 ლარი მიიღეს. აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნდა. ანგარიშის თანახმად, შემოწირულობის 90%-ზე მეტი ”ქართული ოცნებამ” მიიღო. ამ პერიოდში პარტიების მიერ მიღებული პოლიტიკური შემოწირულობები ასეთე გამოიყურება: ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - 14 815 653 ლარი, ”ევროპული საქართველო” - 951 834 ლარი, ”ნაციონალური მოძრაობა” - 134 700 ლარი, ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - 66 392 ლარი, ”ახალი საქართველო” - 59 600 ლარი, ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” - 38 259 ლარი, ”ეროვნული ფორუმი/შენების მოძრაობა” - 39 182 ლარი, ”ლეიბორისტული პარტია” - 23 196 ლარი, ”პროგრესულ - დემოკრატიული მოძრაობა” - 4 150 ლარი. რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატებს, მათზე გაცემული შემოწირულობა ასე გადანაწილდა: ალექსანდრე ელისაშვილი - 148 912 ლარი, დომენტი სიჭინავა - 53 150 ლარი, გულო ზუმბაძე - 23 410 ლარი, მალხაზ უდესიანი - 8 850 ლარი, კონსტანტინე შარაშენიძე - 7 300 ლარი. გარდა ამისა, ამავე პერიოდში პოლიტიკური პარტიების ხარჯებმა 27 270 568 ლარი შეადგინა. ჯამური ხარჯის 65%-მდე „ქართულ ოცნებაზე“ მოდის. პარტიების მიერ გაწეული ხარჯები: ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” - 17 600 948 ლარი, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - 2 078 378 ლარი, ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” - 1 523 360 ლარი, ”ევროპული საქართველო” - 1 484 891 ლარი, ”გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა” - 668 346 ლარი, ”ეროვნული ფორუმი/შენების მოძრაობა” - 543 596 ლარი, ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” - 558 814 ლარი, ”სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველო” - 508 302 ლარი, ”საქართველოს ლეიბორისტული პარტია” - 453 978 ლარი, ”მოძრაობა - სახელმწიფო ხალხისთვის” - 434 978 ლარი, ”ახალი ქრისტიან - დემოკრატები” - 428 834 ლარი, ”თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა” - 426 798 ლარი, ”ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი” - 415 811 ლარი. დამოუკიდებელი კანდიდატების ხარჯები: ალექსანდრე ელისაშვილი - 126 105 ლარი, დომენტი სიჭინავა - 51 723 ლარი, გულო ზუმბაძე - 23 206 ლარი, კონსტანტინე შარაშენიძე - მალხაზ უდესიანი - 5 075 ლარი.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)