|
2018-01-24 10:46:16, 3689 ნახვა
საზოგადოება
„ყველა ერთისთვის“ - პარლამენტთან „ბახალას“ მხარდამჭერი აქცია გაიმართება
25 იანვარს, 17:00 საათზე, თბილისში, პარლამენტთან აქცია - „ყველა ერთისთვის“ გაიმართება. აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას გააპროტესტებენ და მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) გათავისუფლებას მოითხოვენ, რომელსაც გუშინ, სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „ქვეყანაში, სადაც მუქარის გამოყენებით გაუპატიურება 3-დან 5 წლამდე ისჯება, მოძალადეებსა და მკვლელებს 5 წლამდე პატიმრობას აკმარებენ და ასაფეთქებელი ნივთიერებების მფლობელებს ერთ წელიწადში ათავისუფლებენ საპატიმროებიდან, ნარკომომხმარებლებს, რომელთაც მხოლოდ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების მცდელობა ედებათ ბრალად, რვიდან ოც წლამდე ან უვადოდ სვამენ ციხეში მიკროდოზების გამო. დღეს საქალაქო სასამართლომ არაჰუმანური ნარკოპოლიტიკის ლეგიტიმაცია კიდევ ერთხელ მოახდინა, ჩვენს აქტივისტ გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და იგი სასამართლოს სხდომის დარბაზშივე დააკავეს. საქალაქო სასამართლოსთან, ასევე დააკავეს რეჟისორი თორნიკე ბზიავა და თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი ბექა წიქარიშვილი. პროკურატურა გიორგი გიორგანაშვილს პირადი მოხმარების მიზნით 0.37 გრამი იმ ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავებოდა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. თუმცა სასამართლოსთვის ადამიანის 8 წლით ციხეში გასაგზავნად საკმარისი აღმოჩნდა მხოლოდ 2 პოლიციელის ჩვენება. საქმის მსვლელობაზე ზემოქმედება არ მოუხდენია არც იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილების გამოტანამდე, პროკურატურამ "ბახალას" საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გიორგი გიორგანაშვილის საქმე ნათლად აჩენს დღეს არსებული ნარკოპოლიტიკისა და მართლმსაჯულების სისტემურ პრობლემებს. სამწუხაროდ, არსებული პოლიტიკა მთლიანად ორიენტირებულია ადამიანების იზოლაციასა და ჩაგვრაზე, ხოლო სასამართლო და კონკრეტული მოსამართლეები ვერ ხედავენ აღნიშნულ უსამართლობას და ბრმად აღასრულებენ მართლმსაჯულებას იმ კანონების საფუძველზე, რომლებიც ორიენტირებულია ადამიანების დევნასა და მათ იზოლაციაზე. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, როდესაც საზოგადოებაში ვრცელდება ინფორმაცია სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების, ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების თაობაზე, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ხელახალ ლეგიტიმაციას ანიჭებს ე.წ. ჩადებების პრაქტიკას. პოლიციაში დაუსჯელობის სინდრომს აძლიერებს ისიც, რომ არც ერთი მსგავსი შემთხვევა პროკურატურას სრულყოფილად არ გამოუძიებია და არ დამდგარა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა. „ჩადებების" თემა საზოგადოებისთვის ახალი არ არის. სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენ ვიხილეთ „ბირჟა მაფიის" საქმე, რომელშიც ბრალდებულები ამბობდნენ, რომ მათ ნარკოტიკული საშუალებები ჩაუდეს. საქმისადმი ფართო საზოგადოებრივი ინტერესის აღძვრის შემდეგ სასამართლომ „ბირჟა მაფიის" წევრების წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყვიტა, რაც დიდი ალბათობით მიუთითებს იმაზე, რომ მათ ნარკოტიკული საშუალება მართლაც ჩაუდეს. მიუხედავად აღნიშნული გამამართლებელი განაჩენისა, შსს-ის თანამშრომლები კვლავაც აგრძელებენ უფლებამოსილების შესრულებას. ამ შემთხვევაზე ასევე ყურადღება გამახვილდა Human rights watch-ის კვლევაში, თუმცა არც ამის შემდგომ მიეცა გამოძიებას ახალი მსვლელობა. ჩვენ ვაცხადებთ, რომ არ შევეგუებით ადამიანების წლობით გაწირვას, ოჯახების გაუბედურებასა და ჩაგვრას. სახელმწიფოს მხირდან ნებისმიერი ძალადობის მიმართ უკომპრომისოები ვიქნებით! მოვითხოვთ: გიორგი გორგანაშვილი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს საპატიმრო დაწესებულებიდან; გათავისუფლდეს მოძრაობის წევრი ბექა წიქარიშვილი; კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ საქმეში მონაწილე პოლიციელები; უმოკლეს ვადებში შეიცვალოს რეპრესიული, ფაშისტური ნარკოპოლიტკა. მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიჩინოს კეთილი ნება, გამოიყენოს საკუთარი უფლება-მოსილება და დაგვიბრუნოს გიორგი გიორგანაშვილი“, - ნათქვამია „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადებაში. აქცია „ბახალას“ მხარდამჭერებისა და მეგობრების ინიციატივით გაიმართება და მას შეურთდებიან: „თეთრი ხმაურის მოძრაობა“, „ტალღა“, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), “2 ივნისის მოძრაობა”, “გირჩი”, “ქალთა მოძრაობა”, “თანასწორობის მოძრაობა”, “საფარი”.
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
ლევან ხაბეიშვილზე ძალადობაში ბრალდებულმა სპეცრაზმელებმა ბრალი აღიარეს, მათ პატიმრობა შეუფარდეს
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)