05:41 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-24 10:19:36, 1900 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენ არ გვაქვს ნატოს მფარველობა, მაგრამ პარტნიორობა დასავლეთთან რეგიონში სტაბილურობის ფორმულას წარმოადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა   დისკუსიაზე  Strategic outlook: Eurasia  რეგიონის წინაშე მდგარ გამოწვევებთან ბრძოლაში საქართველოს პოლიტიკაზე ისაუბრა. 

კვირიკაშვილის თქმით, მეგობრული ურთიერთობები მეზობლებთან ძალიან მნიშვნელოვანია.

„ აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ყაზახეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტები. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ურთიერთობები აზერბაიჯანსა და თურქეთთან; ტრადიციულად კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები სომხეთთან. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, „აბრეშუმის გზის" და სხვა ახალმა პროექტებმა ახალი დინამიკა შემოიტანა ჩვენს რეგიონში. რასაკვირველია, შეუძლებელია ყოველივე ამის მიღწევა რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე, რაც შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი წინაპირობა მდგრადი მშვიდობისთვის. რას ნიშნავს სტაბილურობა საქართველოსთვის?! სტაბილურობა საქართველოსთვის ნიშნავს ქვეყნის პოზიციონირებას იქ, სადაც ჩვენ ვართ - აქ საუბარია ღირებულებებზე“,-განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ  პარტნიოტობა დასავლეთთან და კეთილმეგობრული ურთიერთობები, ასევე საერთო ინტერესების წერტილების მუდმივი ძიება, წარმოადგენს კავკასიის  რეგიონში სტაბილურობის ფორმულას.

„საქართველოსთვის კი, ჩვენ დავისახეთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, როგორც სტრატეგიული პრიორიტეტი, და ნელ-ნელა ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციას ჭეშმარიტად ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყნად; ქვეყნად, რომელიც უნიკალურია თავისი ღიაობის თვალსაზრისით. ვგულისხმობ ვაჭრობას, თავისუფალ ვაჭრობას როგორც ევროკავშირთან, ისე - ჩინეთთან, ასევე, მეზობელ ქვეყნებთან, რუსეთის ჩათვლით. რასაკვირველია, ასევე საუბარია შიდა სტრუქტურულ რეფორმებზე, საფუძვლიან რეფორმებზე, რომლებიც აქცევს საქართველოს ნამდვილად დემოკრატიულ სახელმწიფოდ.

ეს არის ჩვენი მე-5 მუხლი. ჩვენ არ ვსარგებლობთ ნატოს დაცვით, მაგრამ პარტნიორობა დასავლეთთან და კეთილმეგობრული ურთიერთობები, ასევე საერთო ინტერესების წერტილების მუდმივი ძიება, წარმოადგენს ჩვენს რეგიონში სტაბილურობის ფორმულას“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს რეგიონულ კონფლიქტებთან დაკავშირებული დისკუსიების ქვაკუთხედი.

„საფრთხეები ყველგან არის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა ევროკავშირთან, ევროპულ სტანდარტებთან ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის დაახლოების კუთხით. სამწუხაროდ, უკრაინა დადგა რუსეთის გამოწვევის წინაშე და მისი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. როგორც უკვე ვახსენე, ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს რეგიონულ კონფლიქტებთან დაკავშირებული დისკუსიების ქვაკუთხედი. ეს არის პრინციპი, რომლის ეჭვქვეშ დაყენება დაუშვებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავდგებით დიდი პრობლემების წინაშე არა მხოლოდ რეგიონის, არამედ გლობალური მასშტაბით“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics