|
2018-01-24 10:08:10, 1924 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: რუსეთმა უნდა გაითვალისწინოს, ფუჭია იმის მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა „არსებულ რეალობას“ შეეგუება
“ჩვენი ორი ისტორიული ტერიტორიის ოკუპაცია წარმოადგენს დიდ პრობლემას, რომელთანაც გამკლავება ჩვენ გვიწევს კონსტრუქციული, მაგრამ, ამავე დროს, პრინციპული მიდგომის მეშვეობით”,-ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დისკუსიაზე Strategic outlook: Eurasia დასმულ შეკითხვას, რომელიც რუსეთთან დღევანდელ ურთითობას შეეხებოდა. გიორგი კვირიკაშვილი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრაზე ამახვილებს ყურადღებას: “სამწუხაროდ, ჩვენს წინაშე დგას 2008 წლის მემკვიდრეობა. ჩვენ დღესაც გვიწევს იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც საქართველომ მემკვიდრეობით მიიღო არა მხოლოდ 2008 წლიდან, არამედ 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული. ჩვენი ორი ისტორიული ტერიტორიის ოკუპაცია წარმოადგენს დიდ პრობლემას, რომელთანაც გამკლავება ჩვენ გვიწევს კონსტრუქციული, მაგრამ, ამავე დროს, პრინციპული მიდგომის მეშვეობით, ანუ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თანმიმდევრული პოლიტიკის გათვალისწინებით. ეს პოლიტიკა ეფუძნება გარკვეულ ღირებულებებს. ჩვენ დღესაც უნდა ვეძებოთ შეხების სფეროები, წერტილები რუსეთთან, რომლებიც მომავალში შეიძლება გახდეს ამოსავალი წერტილი პოზიტიური დისკუსიების დასაწყებად კონფლიქტის პოლიტიკური გზით გადაჭრის შესახებ“,-ამბობს საქართველოს პრემიერი და აქვე დასძენს, რომ ეს სფეროები შეიძლება იყოს ვაჭრობა, ტურიზმი, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები. „დღეს რუსეთის ბაზარი ღიაა საქართველოსთვის, თუმცა იგი არ არის ერთადერთი ან, თუნდაც, დომინანტი ბაზარი საქართველოსთვის, რადგანაც ჩვენი ექსპორტი დივერსიფიცირებულია. ამასთან, ძალიან დადებითი მოვლენაა, რომ ყოველწლიურად ჩვენ ვმასპინძლობთ დაახლოებით ერთ მილიონ ტურისტს რუსეთიდან. ჩვენ ცალმხრივად დავაწესეთ უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და არ ფიქსირდება არც ერთი კონფლიქტი ეთნიკურ ნიადაგზე რუს ტურისტებთან. ყოველივე ეს შეიძლება იყოს ძალიან კარგი ამოსავალი წერტილი, რათა წამოვიწყოთ პოლიტიკური დისკუსიები კონფლიქტის გადაჭრასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, რუსეთმაც უნდა გაითვალისწინოს, რომ ფუჭია იმის მოლოდინი, რომ საქართველოს მთავრობა შეეგუება „არსებულ რეალობას", როგორც ისინი ამას უწოდებენ, ანუ ჩვენს საკუთარ ტერიტორიაზე ე.წ. ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების არსებობას. ასე რომ, ჩვენი დისკუსიები უნდა დაეფუძნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას, რაც უნდა იყოს კიდეც ჩვენს რეგიონში ნებისმიერი დისკუსიის ქვაკუთხედი ისევე, როგორც საქართველოს სუვერენული მისწრაფებები“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)