|
2018-01-23 21:09:39, 2249 ნახვა
სამართალი
თორნიკე ბზიავა სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ მომხდარი ინციდენტისას დაკავებული თორნიკე ბზიავა წესრიგის დარღვევისთვის 500 ლარით დააჯარიმეს. მეორე დაკავებული ბექა წიქარიშვილი კი დიღმის სამმართველოში წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. „აღნიშვნის ღირსია თბილისის საქალაქო სასმართლოს სამარცხვინო საქციელი, იმიტომ, რომ ველოდებოდით შუადღიდან და მოსამართლის თანაშემწემ, რომელმაც განიხილა თორნიკე ბზიავას საქმე, მითხრა რომ აუცილებლად დამიკავშირდებოდა. თუმცა, რაღაც მოტყუებით, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმე და ის დააჯარიმა 500 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ბექა წიქარიშვილის საკითხს, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, დაკავებულია ადმინისტრაციული წესით. გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში. პროცესი დღეს არ ჩატარდება, შესაბამისად, ველოდებით, რომ ხვალ ჩაინიშნება პროცესი. მანამდე, აუცილებლად მოვინახულებ მას დროებითი მოთავსების იზოლატორში“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი მახარაძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გიორგანაშვილი, იგივე "ბახალა" დამნაშავედ სცნო და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი კი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დღეს დააკავეს. სამართალდამცველების ცნობით, სასამართლოს ეზოში გასვლის შემდეგ, ერთ-ერთმა მათგანი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სასამართლოს, ხოლო მეორემ შენობის მიმართულებით ისროლა აგური, რის შედეგადაც ჩაიმსხვრა ცენტრალური შემოსასვლელის მინა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)