15:46 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 13:22:42, 574 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, EBRD-ის მასპინძელი ქვეყნის საინვესტიციო სესია გაიმართება

საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) 2015 წლის შეხვედრებსა და ბიზნესფორუმს  მასპინძლობს, რომლის ფარგლებშიც, 14 მაისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით EBRD-ის მასპინძელი ქვეყნის საინვესტიციო სესია გაიმართება. 

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, საინვესტიციო სესია 2015 წლის EBRD-ის ღონისძიების განრიგის განუყოფელი, ინსტიტუციური ნაწილია, სადაც მიიღება საკვანძო გადაწყვეტილებები ბანკის სამომავლო საქმიანობისა და პრიორიტეტული მიმართულებების კუთხით.

უწყების ცნობით, სესიის ფორმატი ითვალისწინებს არაფორმალურ დისკუსიას გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და ინვესტორებს შორის.

„ამ დისკუსიის მთავარი მიზანია საინვესტიციო პერსპექტივებთან დაკავშირებული ინფორმაციის განხილვის პროცესში აუდიტორიის  მაქსიმალური ჩართულობის  წახალისება, მონაწილეებისთვის ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის  სიღრმისეულად გაცნობა და  რეგიონში საქართველოს  როლის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. 

სესია მოიცავს საქართველოს ეკონომიკის ხედვის პანელსა და საქართველოს ბაზარზე მოქმედი კომპანიების წარმატებული ისტორიების განყოფილებასაც, სადაც ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს საშუალება მიეცემათ გაუზიარონ საკუთარი წარმატებები დამსწრე საზოგადოებას.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დასასწრებად  საქართველოს ეწვევა ტელეკომპანია CNN-ის განვითარებადი ბაზრების განყოფილების რედაქტორი ჯონ დეფტერიოსი, რომელიც საინვესტიციო სესიაზე მოდერატორის რანგში იქნება წარმოდგენილი.  იგი  სპეციალიზებულია განვითარებადი და BRIC-ის სახელმწიფოთა ჯგუფის მზარდ ეკონომიკასთან დაკავშირებულ ბიზნეს ინფორმაციის გაშუქებაზე და CNN-ის ახლო აღმოსავლეთის საბაზრო პროგრამის წამყვანი ფიგურაა. მას აქვს ახალ ამბებზე მუშაობის  20-ზე მეტი წლის  გამოცდილება საფინანსო განხრით.  მუშაობდა მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრში.  ჯონ დეფტერიოსი  არის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მედია წამყვანი, არაბული სამყაროს თემებზე გლობალური დღის წესრიგის საბჭოს წევრი და ამავდროულად, მსოფლიო ლიდერებისა და უმაღლესი ოფიციალური პირების ექსკლუზიური ინტერვიუების ავტორი. მისი სტუმრობა და მონაწილეობა საინვესტიციო სესიაში ქვეყნის ცნობადობის ამაღლების კუთხით პოზიტიური მოვლენაა.

 EBRD-ის საინვესტიციო სესიის მასპინძლობა საქართველოსთვის  საუკეთესო საშუალებაა საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად,  ქვეყნის  საექსპორტო პოტენციალის შესახებ მსხვილი საერთაშორისო კომპანიებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად, უცხოელი ინვესტორების დასაინტერესებლად და  მათთან გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics