05:41 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-22 18:49:54, 2329 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე განიხილავს

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე  ახალ საკანონმდებლო ინიციატივებსა და საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

პარლამენტის თავმჯომარის მოადგილის, გიორგი ვოლსკის ინფორმაციით, პარლამენტში შემოსულია  საქართველოს პრეზიდენტის მომართვა პარლამენტის 2017 წლის 22 დეკემბერს მიღებული და ხელმოსაწერად წარდგენილი „მაუწყებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე  და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტების მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნების შესახებ. 

როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, აღნიშნული საკითხი განსახილველად გადაეცემა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს. პარლამენტი საკითხს საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე განიხილავს.

დღევანდელ სხდომაზე ბიურომ დაამტკიცა ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კვოტების ახალი გადანაწილება.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაზის ინფორმაციით, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა. „2017 წლის ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილი  ჩვენ დაგეგმილი გვქონდა 11მლრდ 487 მლნ ლარის ფარგლებში. რეალურად მივიღეთ 11 მლრდ. 619 მლნ ლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ გადაჭარბებამ შეადგინა 131მლნ 500 ათასი ლარი", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics