05:43 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-22 13:07:14, 1972 ნახვა

საზოგადოება
გენგეგმის შეფასების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები ჩაერთვებიან

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები ჩაერთვებიან.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც  კალაძემ  აღნიშნა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ის დოკუმენტია, რომელმაც დედაქალაქის სწორი და გრძელვადიანი განვითარება უნდა განსაზღვროს.

მისივე თქმით,  დოკუმენტის სრულყოფისთვის კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ 45-დღიანი ვადა მოითხოვა, რასაც თბილისის მერია დათანხმდა. 

„ვაცნობიერებთ, საზოგადოების მაღალ ინტერესს აღნიშნული დოკუმენტის მიმართ და გაცნობებთ, რომ თბილისის მერიამ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ექსპერტებს მიმართა, რათა „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის შეფასების პროცესში მათი მაქსიმალური ჩართულობა მოხდეს. აქტიური კონსულტაციების შედეგად, თბილისის მერიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის შეთანხმება მოხდა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და საერთაშორისო კომპანია „ბიურო ჰაპოლდმა“, რომელიც 100 მედეგი ქალაქის განვითარების პროცესში მერიის სტრატეგიული პარტნიორია, გამოთქვეს მზადყოფნა -  გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში მათ მიერ შერჩეული ექსპერტები ჩართონ.

„ჩვენ ასევე, დავუკავშირდით ადგილობრივ ექსპერტებს და მათი ჩართულობაც იქნება უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, მერიის შესაბამისი სამსახურებიც მზად არიან თანამშრომლობისა და დოკუმენტის შეფასებაში მონაწილეობისთვის. თბილისის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის მიღების პროცესი ღია და გამჭვირვალე უნდა იყოს. ასევე, მნიშვნელოვანია, სწორად შეფასდეს, თუ რამდენად იქნება გათვალისწინებული „სითი ინსტიტუტის“ მიერ თბილისის მერიის მხრიდან გამოთქმული შენიშვნები - ტრანსპორტის, ურბანული განვითარების, არქიტექტურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, ეკოლოგიისა და ეკონომიკური სარგებლიანობის დოკუმენტში ასახვის კუთხით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერია ყველა ზემოთჩამოთვლილი ორგანიზაციისა და შესაბამისი ექსპერტების ინფორმირებულობას უზრუნველყოფს.

კალაძის განცხადებით, ასევე, მიაწვდის შესაბამის დოკუმენტაციას, რათა გენგეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასებასთან დაკავშირებით, მუშაობის დაწყება დროულად მოხდეს.

დედაქალაქის მერის განცხადებით, აღნიშნული შემადგენლობით სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა მიმდინარე კვირაში გაიმართება. 

(NS) 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics