|
2018-01-22 12:13:41, 1851 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: თავის დროზე გამოძიება არასწორ გზას დაადგა - შეცდომების გამოსწორება ვეღარ მოხერხდა
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის გ.ჯ.-ს ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, საქმეზე სრულყოფილი გამოძიება არ არის ჩატარებული. აქედან გამომდინარე, როგორც მან საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ პროცესზე საკუთარ შესავალ სიტყვაში ყურადღებას გაამახვილებენ იმაზე, რომ ბრალდების დადგენილება რეალობას აცდენილია. ადვოკატი აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები შინაარსობრივად ურთიერთსაწინააღმდეგოა. ასევე, ადვოკატის მტკიცებით, ურთიერთგამომრიცხავია მოწმეთა ჩვენებებიც. „არ ვეთანხმებით ბრალდების დადგენილებას. ის, რაც ბრაალდების დადგენილებაში წერია, არის რეალობიდან ძალიან შორს. მიგვაჩნია, რომ საქმეზე არ არის სრულყოფილი გამოძიება ჩატარებული. არ არის დადგენილი უამრავი ისეთი დეტალი, რომელიც აწუხებს საზოგადოებას. არაა დადგენილი კონკრეტული პირების სახელები და გვარები. ასევე ის პირები, რომელიც მონაწილეობდნენ ჩხუბში. ვისი ვინაობაც დადგენილია, მათთან დაკავშირებით არ არის დადგენილი კონკრეტული პიროვნება კონკრეტულ დროს რას აკეთებდა. მოწმეთა ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავია. არ ვენდობით მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ. თავის დროზე გამოძიება არასწორ გზას დაადგა. დაშვებულია ბევრი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც ვეღარ მოხერხდა. მივიღეთ არასწორად გამოძიებული სისხლის სამართლის საქმე. მივიღეთ უამრავი მტკიცებულება, რომლის შინაარსიც ეწინააღმდეგება სიმართლეს. შინაარსობრივად მტკიცებულებები ურთიერთგამომრიცხავია“, - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)