20:55 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-13 11:51:40, 310 ნახვა

საზოგადოება
გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე კარგად ეკლესიის, ჯარის და იუსტიციის სახლების საქმიანობას აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე კარგად საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას აფასებს.

კერძოდ, გამოკითხულთა 43% საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 32% კარგად, 14% საშუალოდ, 1% ცუდად, ასევე 1% ძალიან ცუდად, 8%-მა არ იცის, 1%-მა კი, პასუხზე უარი განაცხადა.

რეიტინგში მეორე ადგილს საქართველოს ჯარი იკავებს. ჯარის საქმიანობას ძალიან კარგად 7% აფასებს, კარგად 43%, საშუალოდ 36%, ცუდად 3%, 10%-მა არ იცის, 1%-მა კი, პასუხზე უარი განაცხადა.

რეიტინგში მომდევნო იუსტიციის სახლებია. მათ მუშაობას ძალიან კარგად 6% აფასებს, კარგად 31%, საშუალოდ 40%, ცუდად 5%, 16%-მა არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.

მეოთხე ადგილს საქართველოს პოლიცია იკავებს. პოლიციის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 4%, კარგად 32%, საშუალოდ 45%, ცუდად 10%, ძალიან ცუდად 1%, 7%-მა არ იცის, 1%-მა კი უარი განაცხადა პასუხზე.

მეხუთე ადგილზეა სახალხო დამცველი, რომლის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 2%, კარგად 13%, საშუალოდ 48%, ცუდად 8%, ძალიან ცუდად 1%, 26%-მა არ იცის, 1%-ს მა კი პასუხზე უარი განაცხადა,

რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სასამართლოებს, მთავარ პროკურატურას და პარლამენტს, მათ საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა მხოლოდ 1% აფასებს.

კერძოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 1%, კარგად 15%, საშუალოდ 48%, ცუდად 10%, ძალიან ცუდად 1%, 23%-მა არ იცის, 2%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.

სასამართლოების მუშაობას ძალიან კარგად აფასებს 1%, კარგად 15%, საშუალოდ 44%, ცუდად 11%, ძალიან ცუდად 1%, 23%-მა არ იცის, 2%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.

პროკურატურის მუშაობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 1%, კარგად 10%, საშუალოდ 44%, ცუდად 11%, ძალიან ცუდად 1%, 31%-მა არ იცის, 1 %-მა პასუხზე უარი განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის მუშაობას ძალიან კარგად აფასებს 1%, კარგად 9%, 52% საშუალოდ, 19% ცუდად, 3% ძალიან ცუდად, 14%-მა არ იცის, 2% პასუხზე უარი განაცხადა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics