05:28 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-20 13:51:18, 2845 ნახვა

საზოგადოება
ჩხრეკის დროს გიორგი ჭანტურიას მამა შეუძლოდ გახდა - იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურიას მამა ზურაბ ჭანტურია საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ჭანტურიების სახლში განმეორებითი ჩხრეკის დროს, ზურაბ ჭანტურია შეუძლოდ გახდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა მისი უახლოეს საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ექიმმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ზურაბ ჭანტურიას მაღალი წნევა აღენიშნებოდა, რაც ემოციური ფონით იყო გამოწვეული.

ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია, რომელიც ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ყოფილი მეწილეა, 17 იანვარს დააკავეს. ის რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა. გიორგი ჭანტურიამ გუშინ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა.

შეგახსენებთ, რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ერთ-ერთი მეწილე სამსონ ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას  გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics