|
2018-01-18 13:41:32, 2364 ნახვა
საზოგადოება
მედიაორგანიზაციები საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავენ
მედიაორგანიზაციები საპარლამენტო უმრავლესობას მიმართავენ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის, სამოქალაქო სექტორის, მედიაორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობის შენიშვნები გაიზიარონ და ვეტო არ დაძლიონ. ამასთან, მედიაორგანიზაციები პარლამენტის თავმჯდომარესთან და მმართველ უმრავლესობასთან შეხვედრას ითხოვენ. „მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც ვეტო დაადო “მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს. მოგიწოდებთ პრეზიდენტის ვეტო გამოიყენოთ, როგორც შანსი, კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ ამ საკითხს და უფრო გულდასმით შეისწავლოთ ის საფრთხეები, რასაც მედიაგარემოს ,,მაუწყებლობის შესახებ კანონის” სადავო რედაქცია უქმნის. გთხოვთ, გაიზაიროთ პრეზიდენტის, პარლამენტის დარგობრ ივი ეკონომიკის კომიტეტის, სამოქალაქო სექტორის, მედიაორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობის შენიშვნები და არ დაძლიოთ ვეტო. ქვეყანაში, სადაც კომერციული რეკლამის ბაზარი ყოველწლიურად იკლებს, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო გარანტირებული დაფინანსება ყოველწლიურად არაერთი მილიონით იმატებს, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გარანტირებული შემოსავალი მუდმივად აჭარბებს სარეკლამო ბაზრის ნახევარს, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სარეკლამო და სასპონსორო შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაზრდა საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიის ფინანსურ მდგრადობას. მეორეს მხრივ კი ეჭვქვეშ აყენებს თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას, რაც სხვა კომპონენტებთან ერთად კომერციული გავლენისგან თავისუფლებას გულისხმობს. ჩვენი საზოგადოება იმსახურებს ძლიერ, გავლენებისგან თავისუფალ საზოგადოებრივ მაუწყებელს. ამავე დროს იმსახურებს ძლიერ, დამოუკიდებელ კერძო მედიას, რაც ფინანსური მდგრადობის გარეშე გამორიცხულია. ვფიქრობთ კანონმდებლებმა უნდა უზრუნველყონ ორივე სიკეთის დაცვა. მოგიწოდებთ, გადაწყვეტილების მიღებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის ფართო შემადგენლობამ, გამართოთ შეხვედრა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებთან და მოისმინოთ ჩვენი არგუმენტები. მიმართვა ღიაა ხელმოწერის მსურველი მედიაორგანიზაციებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: ახალი ამბების სააგენტო ექსპრესნიუსი; ტელეკომპანია იმედი; ტელეკომპანია რუსთავი 2; ტვ პალიტრანიუსი; რადიო პალიტრა; ტვ პირველი; BMG ბიზნესმედია ჯორჯია; ტელეკომპანია კავკასია; ტელეკომპანია იბერია; ტელეკომპანია ობიექტივი; ტელეკომპანია სტარვიზია; რადიო თბილისი; რადიო ჰერეთი; რადიო კომერსანტი; რადიო მაესტრო; რადიო ვინილი; რადიო ქართული ვინილი; ტვ ვინილი; რადიო NRJ; მედიაჰოლდინგი აფხაზეთის ხმა; რადიო მწვანე ტალღა; რადიო დარდიმანდი; ტვ 25; TV ოდიში; გურია TV; მეცხრე ტალღა; TV რიონი; რადიო რიონი; ტელეკომპანია თრიალეთი; ტელეკომპანია გურჯაანი; TOK TV; რადიო ჰარმონია; რადიო ათინათი; რადიო ოდიში; AB -მაუწყებელთა ალიანსი; გაზეთი რეზონანსი; საინფორმაციო პორტალი პირველი ნიუსი–საქართველო; ინტერნეტ გაზეთი “მეტრონომი“; საინფორმაციო სააგენტო allmedia.ge; ახალი გაზეთი; სამხრეთის კარიბჭე; ,,ჩემი იმერეთი”; მთავარი სამეგრელო; ოკრიბანიუსი; გურიანიუსი; კახეთის ხმა; ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი; svanetiinfo.ge; გაზეთი პოსტსკრიპტუმი; თრიალეთის ექსპრესი; კახეთის ინტერნეტ-გამოცემა სპექტრი.
მაისაშვილსა და როგავაზე თავდასხმისათვის დაკავებულ სპეცრაზმელებს პატიმრობა შეეფარდათ
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)