05:28 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-18 11:36:30, 1720 ნახვა

საზოგადოება
20 ნოემბრიდან დღემდე, გაფრთხილება 200-ზე მეტ სამშენებლო ობიექტს მიეცა, 54 ობიექტზე კი, მშენებლობა შეჩერდა

სამშენებლო სამართალდარღვევების სტატისტიკა საგანგაშოა, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

თბილისის მერმა, დღეს ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადებული სტატისტიკა წარმოადგინა, რომლის მიხედვით 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით, სამშენებლო საკითხების მოწესრიგებასთან დაკავშირებით ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 200-ზე მეტ სამშენებლო ობიექტს; უსაფრთხოების ნორმებისა და სამშენებლო პროექტის დარღვევებზე დაიწყო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება 126 ობიექტის მიმართ;  დარღვევით მიმდინარე სამუშაოების გამო შეჩერდა 54 ობიექტის მშენებლობა; სამშენებლო სამართალდარღვევებზე მიღებული დადგენილებით დაკისრებული საჯარიმო თანხის მთლიანი ოდენობა შეადგენს 627 000 ლარს.

„შემაშფოთებელია ის ფაქტები, რასაც ჩვენი ზედამხედველობის სამსახური  ყოველდღიურად აწყდება. ციფრები, რომელიც მე წარმოვადგინე, საგანგაშოა და ჩვენ, რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში უნდა დავუხაროთ თავი ამ გამოწვევებს, პირიქით, უნდა მოვაწესრიგოთ ეს მიმართულება. ჩვენ ვზრუნავთ იმ ადამიანებზე, რომლებიც კონკრეტულ მშენებლობებზე მუშაობენ, მათ უსაფრთხოებაზე და ასევე, არავითარ შემთხვევაში დავუშვებთ, რომ მიწები დაიტაცონ და უკანონო  მშენებლობები წამოიწყონ. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ბატონ გიორგი ბაგრატიონს, რომ რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ სამშენებლო სამართალდარღვევის არცერთი ფაქტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics