21:13 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 15:42:49, 2249 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე, დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის ეტაპზე სხდომის გასაჯაროვებაზე უარი თქვა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დააყენეს შუამდგომლობა, რომ 31 იანვარს დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვის ეტაპზე სასამართლო ღია ყოფილიყო.

მისივე განმარტებით, იღებდნენ პასუხისმგებლობას, რომ სასამართლოს სხდომის გასაჯაროვების შემთხვევაში, პირად ცხოვრებაზე არ ისაუბრებდნენ.

თუმცა, როგორც ადვოკატი განმარტავს, სასამართლომ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„არც ერთი პირის პირად ცხოვრებაზე არ ვაპირებდით საუბარს, არც არის საქმეში. სასამართლომ კვლავ ვერ გაბედა, საზოგადოებას სიმართლე მოესმინა“,-განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ პროცესს, გიორგი ფანცუალიას განცხადებით, პროკურატურა ცდილობდა დაედასტურება მამა გიორგი მამალაძის ბრალეულობა ანგარების მოტივით.

„მაგრამ ვერც ანგარებით და ვერც ანგარების გარეშე დაადასტურეს. დასკვნით სიტყვას გასდევდა ერთი  მოტივი, რომ მამალაძე მიდიოდა გერმანიაში, რათა იქ მოეკლა შორენა თეთრუაშვილი. ამისთვის მიჰქონდა  ფული და როგორ გამოიტანა მან ეს ფული, რათა ამ ფულით შემდეგ ევროპაში წასულიყო. ამ ყველაფრის მოტივი თურმე ის ყოფილა, რომ თუ თეთრუაშვილს მოკლავდა და გერმანიაში მიიმალებოდა ძებნილი ადამიანი დაწინაურდებოდა და დაიბრუნებდა ქონების მართვის უფროსის თანამდებობას“,-განაცხადა ადვოკატმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics