|
2018-01-17 14:16:17, 1871 ნახვა
სამართალი
გიორგი გახარიამ იუსტიციის მინისტრს ნარკოპოლიტიკის საკითხზე უწყებათაშორისი კომისიის მოწვევა სთხოვა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის დროში გაწელვა უკურეაქციას იძლევა და დამატებით რისკებს ქმნის. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ამ მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებები რაც შეიძლება მალე უნდა იქნას მიღებული. ამასთან, გახარიამ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს აღნიშნულ საკითხზე უწყებათაშორისო კომისიის მოწვევა სთხოვა. „უკვე წლების განმავლობაში მსჯელობას მოაქვს გაუთვალისწინებელი და საკმაოდ ნეგატიური შედეგები. ამიტომ, მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით, და იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მოვუწოდო და ვთხოვო მას - უწყებათაშორისი კომისია არსებობდა, რომელიც ეფექტურად მუშაობდა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით, რატომღაც ბოლო პერიოდში მისი აქტიურობა ცოტა შენელდა და ვფიქრობ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატი, სადაც შესაძლებელი იქნება სერიოზული პროგრესის მიღწევა. მინდა ვთხოვო მას, რომ ეს კომისია რაც შეიძლება მალე მოვიწვიოთ, ვფიქრობ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და კონკრეტული პლატფორმა, რომელზეც შესაძლებელი იქნება კონკრეტული შედეგზე ორიენტირებული მსჯელობის გამართვა და გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა გახარიამ. გახარიას თქმით, ნარკოპოლიტიკის ძირითადი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ საზოგადოებაში ახალი მომხმარებლები არ გაჩდნენ. „მოგეხსენებათ, რომ ნარკოპოლიტიკის ძირითადი ამოცანა უნდა გახდეს ახალი მომხმარებლების არ გაჩენა საზოგადოებაში და მომხმარებლების რეაბილიტაცია. მეორეს მხრივ ჩვენ როგორც ნარკოდანაშაულთან მებრძოლი უწყება მოვითხოვთ ნარკორეალიზაციის და გავრცელების ნაწილში დანაშაულის გამკაცრებას, მიუხედავად იმისა, რომ გვესმის, რომ ისეთი კომპონენტები, როგორიც არის სასჯელის ვადები ან შემოწმების ფორმები ეს ყველაფერი გადახედვადია და აქ ჰუმანურობის კორიდორი გვაქვს და გვაქვს საშუალება ჩვენი კანონმდებლობა უფრო პროგრესული გავხადოთ. მერეს მხრივ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ - რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მირებული გადაწყვეტილებებით შეგვექმნა გარკვეული სტატუს კვო. ჩვენ როგორც შსს ვთვლით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ნარკოპოლიტიკის მხრივ არის იმ გადაწყვეტილებებისთვის შემდგომი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. დღეს ისეთი შთაბეჭდილება რჩება და საზოგადოების ზოგიერთ წევრს ჰგონია, რომ მარიხუანას მოხმარება არის დაშვებული, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ ვთვლით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ, აუცილებლად ეს მიმართულება არის მოსაწესრიგებელი და უნდა შეიქმნას ისეთი ჩარჩო, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ არ მოხდეს წახალისება და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა“, - აღნიშნა შს მინისტრმა.
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)