21:13 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-17 12:56:40, 1649 ნახვა

სამართალი
სააპელაციო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა განახლდა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა განახლდა.

დღევანდელ  პროცესზე  ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.  დაცვის მხარე კი, დასკვნით სიტყვას სავარაუდოდ, 31 იანვარს იტყვის.

 პროკურატურა  საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. კერძოდ, სახელმწიფო ბრალდებას სურს დეკანოზი  მამალაძე გასამართლდეს სსკ-ის 18-109-ე მუხლით, რომელიც განხზრახ მკვლელობის ანგარებით მომზადებას გულისხმობს.

 თბილისის საქალაქო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით   განზრახ მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ. პროკურატურა ფაქტობრივ გარემოებებს დაეთანხმა, თუმცა მოტივის ნაწილში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება აპელაციის წესით გაასაჩივრა.

მამა გიორგი მამალაძე სხდომის  დახურვის გამო,  პროტესტის ნიშნად პროცესებს არ ესწრება.

 ადვოკატის ინფორმაციით, ის არც საბოლოო სიტყვის თქმას აპირებს.

შეგახსენებთ, 2017 წლის 5 სექტემბერს საპატრიარქოს კარზე მომუშავე  დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე  პირველი ინსტანციის სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებაში დამნაშავედ სცნო და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მამა გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics