|
2018-01-16 17:36:07, 2321 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საკრებულოს სხდომა ოპოზიციამ დატოვა
თბილისის საკრებულოს სხდომა ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" პროტესტის ნიშნად დატოვა. ისინი მერიის მაღალჩინოსნების შრომის ანაზღაურების შემოთავაზებულ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან. საქმე ეხება ხელფასისა და დანამატის გაერთიანებას. ასევე აკრიტიკებენ მერიაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებს. ოპოზიცია უმრავლესობას ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების დაპირებას ახსენებს: "უქმდება მოქალაქეთა მისაღები, ცხელი ხაზი ისე, რომ შექმნილი ალტერნატივა არაფერია, დანამატები შეაქვთ ხელფასებში და ამბობენ, რომ ხელფასებს არ იმატებენ.ამ შოუში მონაწილეობას არ მივიღებთ",-განაცხადა ლილი ლიპარტელიანმა. საკრებულოს უმრავლესობამ კი პირიქით, ფრაქცია " ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაადანაშაულა შოუს დადგმაში. ისინი სმბობენ, რომ მერიის მაღალჩინოსნების ანაზღაურება არ იზრდება, არამედ ხელფასი და დანამატი, რომელსაც ადრე ცალ-ცალკე იღებდნენ, ერთიანდება.
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)