17:02 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-16 13:19:17, 741 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები ართვინის გუბერნატორს შეხვდებიან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძეთან და თურქეთის რეპუბლიკის კონსულთან მაქბულე ქოჩაკთან ერთად მეზობელ თურქეთში გაემგზავრება და ართვინის გუბერნატორს შეხვდება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხება თურქეთ-საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციებს, რომელიც თურქეთის რესპუბლიკამ საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან მიმართებაში შემოიღო. 

რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელი პირები თურქეთის საზღვრის გადაკვეთამდე სარფის საბაჟოსთან შეკრებილ მოქალაქეებს გაესაუბრნენ, რომლებიც თურქეთის მხრიდან საზღვრის კვეთის რეგულაციებს აპროტესტებენ.

"მე დღეს დილიდან მქონდა შეხვედრა თურქეთის გენერალურ კონსულთან, ამავდროულად მქონდა საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროსთან, თურქეთში ჩვენს საელჩოსთან. მიმდინარეობს მუშაობა, იმართება შეხვედრები სხვადასხვა ინსტანციებში, მათ შორის თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ნუ დავასწრებთ მოვლენებს, მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ  იყოს დაცული ორ ხალხს შორის პარიტეტული ურთიერთობა, მიმოსვლა, მგზავრობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის.

ვმუშაობთ, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე ცენტრალური ხელისუფლებაც არის ჩართული ამ საკითხის მოგვარების თვალსაზრისით.  ამავდროულად, დაგეგმილია შეხვედრა ართვინის გუბერნატორთან, რომელიც სარფის საბაჟოს კურირებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ კონსესუსს, რათა ორი ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლოთ თანაბარ პირობებში საზღვრის გადაკვეთა, ეკონომიკური შემადგენელიც მნიშვნელოვანია, რათა ხალხს მიეცეს საშუალება იმგზავროს და არ ჰქონდეს შეფერხებები. ნუ დავასწრებთ მოვლენებს, რამდენიმე საათში დავბრუნდები თურქეთის რესპუბლიკიდან და დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით", - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სარფის საბაჟოზე შეკრებილ მოქალაქეებთან.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics