|
2018-01-15 17:19:10, 2114 ნახვა
სამართალი
პოლიციის მიერ დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა
საქართველოს პროკურატურამ გასული წლის 25 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მოქალაქე პაატა პავლიაშვილის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე წარმოებული გამოძიება დაასრულა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, პაატა პავლიაშვილი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს . მათივე ცნობით, პავლიაშვილი დაკავების მომენტში გარდაიცვალა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან პაატა პავლიაშვილის მიმართ ძალადობას ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია: „იმ ფაქტის გასარკვევად გარდაცვალება ხომ არ გამოიწვია საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ბრალეულმა ქმედებამ, საქართველოს პროკურატურაში ჩატარდა სრულყოფილი გამოძიება, კერძოდ, გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოიკითხა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის უშუალოდ პ.პ.-ს ოჯახის წევრები, შემთხვევის შემსწრე მოქალაქეები და საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეები, ასევე მოწმის სახით გამოიკითხნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრები. აქვე განმარტებულია, რომ გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 13 ნოემბრის დასკვნის თანახმად, პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების მიზეზია ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა. „გარდაცვლილს სხეულზე რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება გარდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ განხორციელებული მანიპულაციისა. პ.პ.-ს ორგანიზმში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების კვალი არ იქნა აღმოჩენილი.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)