|
2018-01-15 14:03:31, 1775 ნახვა
საზოგადოება
ილია ელოშვილმა №181 ბაღის აღსაზრდელებს სააღმზრდელო პროცესის განახლება მიულოცა
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად სამგორის რაიონში, №181 ბაგა-ბაღში იმყოფებდა, სადაც სააღმზრდელო პროცესი, ზამთრის არდადეგების შედეგ, დღეს განახლდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, მერის მოადგილემ ბაგა-ბაღის შენობა დაათვალიერა, თანამშრომლებს შეხვდა და აღსაზრდელებს სააღმზრდელო წლის განახლება მიულოცა. ილია ელოშვილის თქმით, თბილისში არსებული საბავშვო ბაგა-ბაღები სააღმზრდელო პროცესის განახლებისთვის სრულ მზადყოფნაში არიან. „ვულოცავ საბავშვო ბაგა-ბაღების ყველა პატარასა და აღმზრდელს სააღმზრდელო წლის განახლებას და ვუსურვებ წარმატებულ, ნაყოფიერ წელს. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ეტაპი ბავშვის ცხოვრებაში. მისი პირველადი განათლება დიდწილადაა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ პირობებში უწევს მას ბაღში ყოფნა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბავშვებსაც და მასწავლებლებსაც ჰქონდეთ ძალიან კომფორტული პირობები. მინდა განვაცხადო, რომ ბაგა-ბაღებს დღეს არანაირი შეფერხება არა აქვთ, მათ შორის კვების მიწოდების კუთხითაც და არც ექნებათ. სასწავლო პროცესის განახლებას ყველა საბავშვო ბაგა-ბაღი სრულად მომზადებული ხვდება“- განაცხადა ილია ელოშვილმა. ზამთრის არდადეგები ბაგა-ბაღებში 2017 წლის 25 დეკემბერს დაიწყო და 15 იანვარს დასრულდა. სააღმზრდელო პროცესი თბილისში არსებულ 171-ვე საჯარო ბაგა-ბაღში დღეს განახლდა. აღნიშნული ბაგა-ბაღები სკოლამდელი განათლებით 61 000 აღსაზრდელს უზრუნველყოფენ. (NS)
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)