20:53 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-12 17:12:31, 314 ნახვა

საზოგადოება
„ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის“ განხორციელების მიზნით ხელშეკრულებები გაფორმდა

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში, სასტუმრო  „თბილისი მარიოტში“ „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის“ განხორციელების მიზნით, ხელშეკრულებები გაფორმდა.  

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს ქვემო ქართლის რეგიონში (მარნეული) ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას, მყარი ნარჩენების ტრანსპორტირებისა და ნაგავსაყრელის ფუნქციონირებისათვის საჭირო ტექნიკის/აღჭურვილობის შეძენას.  ახალი ნაგავსაყრელი მოემსახურება ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტს (მარნეული, ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა).

სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს საქართველოს მხრიდან ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხრიდან, EBRD-ის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ. 

აღნიშნული პროექტი განხორციელდება შემდეგი ფინანსური მხარდაჭერით: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) - 7 მილიონი ევრო  შეღავათიანი სესხის სახით; შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) - 3 მილიონი ევრო  გრანტის სახით.

პროექტის განხორციელების ხელშეკრულება გააფორმეს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა და EBRD-ის რეგიონული დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ. 

პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების ხელშეკრულება გაფორმეს მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის გამგებლებმა და EBRD-ის რეგიონული დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ. 

ღონისძიებას დაესწრნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, EBRD-ის გენერალური დირექტორი აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში ფრანცის მაგილე, შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარტინა ქვიქი, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ხელმძღვანელი ევა სმედბერგი,  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics