18:09 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 12:44:05, 1800 ნახვა

სამართალი
ადვოკატი მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს

მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, ოჯახს დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოს.

როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, მანამდე საქმე ეხებოდა თემირლან მაჩალიკაშვილისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭებას, თუმცა ახლა მდგომარეობა შეიცვალა.

ამასთან, ადვოკატი ვარაუდობს, რომ "სუს-მა პრობლემების თავიდან ასაცილებლად, საქმეში ხელყუმბარის არსებობის შესახებ განაცხადა".

"ჩვენი განცხადების შინაარსი იყო, რომ უშუალოდ თემირლან მაჩალიკაშვილისთვის მიენიჭებინათ დაზარალებულის სტატუსი. თუმცა ახლა მოგვიწევს განცხადების შეცვლა და ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მოთხოვნა. გამოძიება დაწყებულია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. საქმე აუცილებლად უნდა გადაკვალიფიცირდეს. ამას არ სჭრიდება დიდი ფიქრი, მათ სჭირდებოდათ პრობლემების თავიდან არიდება, ამიტომ თავისუფლად ჩადეს ხელყუმბარა საქმეში", - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილს პანკისის ხეობის, სოფელ დუისში დღეს, დღის მეორე ნახევარში დაკრძალავენ. ის გუშინ წმინდა მიქეილ მთავარანგელოზის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოგვიანებით მაჩალიკაშვილის ცხედარს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში 4 საათის განმავლობაში ექსპერტიზა უტარდებოდა. გუშინვე, 19 წლის ახალგაზრდა პანკისში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics