13:26 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 17:18:52, 607 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრის მოადგილე წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს ეწვია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების მოსანახულებლად წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს ეწვია.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გოჩა რატიანი სამხედროებს გაესაუბრა, მხარდაჭერა აღუთქვა და საჩუქრად გენერალ გიორგი კვინიტაძის წიგნი „ჩემი მოგონებები“ გადასცა. წიგნები მიიღეს საჩუქრად ჯარისკაცების შვილებმაც. 

მინისტრის მოადგილესთან ერთად, რეაბილიტაციის ცენტრში  საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და  სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი მედეა ბეთაშვილი იმყოფებოდნენ.  

ჯარისკაცების მონახულების შემდეგ, გოჩა რატიანი ცენტრის სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა. მოგვიანებით, მან კომპლექსის საცხოვრებელ პირობები დაათვალიერა და ინფრასტრუქტურას გაეცნო.

ამჟამად, წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის საერთაშორისო მისიაში დაშავებული 8  სამხედრო მოსამსახურე, ოჯახებთან ერთად, რეაბილიტაციისა და დასვენების კურსს გადის. სამხედროები, ოჯახის წევრებთან ერთად, ცალკეული სამედიცინო ბატალიონის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არიან.  მათ ასევე, ემსახურებიან ფსიქოლოგები და ფსიქიატრები. პერსონალი სამხედროებსა და მათი ოჯახის წევრებს 24 საათიან სადღეღამისო სამედიცინო მომსახურებას უწევს. საჭიროების შემთხვევაში, ხდება საჭირო პროფილის ექიმის ადგილზე გამოძახება.

წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში საომარ მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის დროს დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები  ათდღიანი რეაბილიტაციისა და დასვენების კურსს გადიან. სამხედრო მოსამსახურეებისთვის კეთილმოწყობილია ორი შენობა. კომპლექსში დაშავებული ჯარისკაცებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის დასვენების კომფორტული პირობებია შექმნილი. ცენტრის ტერიტორიაზე განლაგებულია რეაბილიტაციის კურსისათვის საჭირო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი და კეთილმოწყობილი სასადილო.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პროცესი პერმანენტული ხასიათისაა და  ყველა დაშავებულ სამხედრო მოსამსახურესა და მათი ოჯახის წევრზე ვრცელდება. 2015 წელს ცენტრის გაფართოება, დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სპორტული კომპლექსის  მშენებლობა იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: მიუსაფარ ძაღლებზე უფრო დიდი პრობლემა ემოციურად დაზიანებული რადიკალური ოპოზიციაა
პაპუაშვილი: ონლაინგამოცემები პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაში, გვექნება რეაგირება
მეუფე ზენონი: მყავს ჩემი კანდიდატები, რომლებიც ილია II-ს ადრეული დროიდან მოჰყვებიან, ისინი 60 წელს ზემოთ არიან
თევზეული 21.2%-ით, ხილი 13.4%-ით, პური 9.6%-ით გაძვირდა, წლიური ინფლაცია 4.3%-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics