|
2015-05-12 11:52:27, 532 ნახვა
Lifestyle
ხიდაშელი: 20 ზომით დიდი ქურთუკი ჩემი ვერ იქნებოდა, ძალიან ციოდა და სტუმრების მოსვლამდე მომახურეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თავდაცვის უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ ფოტოს გამოეხმაურა, რომელსაც საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ფოტოზე თინა ხიდაშელს სამხედრო ფორმა აქვს შემოცმული. როგორც ხიდაშელი განმარტავს, ფოტო სტუმრების მისვლამდეა გადაღებული, თანაც იმ დროს, როცა წვიმა იყო და ძალიან ციოდა. ამასთან, ხიდაშელი აცხადებს, რომ სამხედრო ქურთუკი მას მოახურეს. "დავწერე, წავშალე, დავწერე, წავშალე. არადა პირობა დავდე ამ სივრცეში ისეთივე ინტენსიურობით დარჩენის შესახებ. არადა, დავწერე ამბავი ქურთუკის შესახებ, რომელიც მავანთ ჩემი გონიათ, ან არც გონიათ და უბრალოდ ამბობენ, ან ხვდებიან და არ ამბობენ რომ 20 ზომით დიდი ქურთუკი ჩემი ვერ იქნებოდა, ვერც იმით მივიდოდი და ეს ფოტო მაშინ არის გადაღებული როდესაც ერთ ერთმა იქ მყოფმა პირმა საკუთარი ქურთუკი გაიხადა და პრაქტიკულად ძალით მომახურა ვინაიდან საოცრად ციოდა; იმაზე დაწერაც მინდოდა, რაც ვფიქრობ 2 ბწკარის წაკითხვით ნათელი გახდებოდა რომ რეპეტიციაზე ვიყავით და ის მშვენიერი ფოტოები, რომელიც სხვა ჩემი კოლეგების დევს, არაფერ შუაშია ამ ამბავთან; თუმცა სიმართლე უნდა გაგიმხილოთ, რომ ამისთვის არ მცალია. სიმართლე კი ის არის, რომ დილით გადავწყვიტე საკუთარი თვალით მენახა ყველაფერი სანამ სტუმრები მივიდოდნენ. წვიმა მოვიდა, საშინელი ქარი იყო და კეთილ ადამიანს დავენანე და საკუთარი ქურთუკი მომაფარა. სულ ეს იყო. იმედი მაქვს ამაზე დიდი პრობლემა არასოდეს გექნებათ ჩემთან. და კიდევ ერთი სიმართლე, რატომღაც მეგონა ამ სივრცეში მაინც დაიყრებოდა იდეები, კონცეფციები, პრობლემები, მოგვარების გზები. მაგრამ როგორც ჩანს აქაც მხოლოდ "ამ გოგოს წონაში როგორ მოუმატია" (ეს სხვათა შორის თქვენზე მეტად მე მაწუხებს), ან "უიმე გრძელი საყურეები როგორც შეიძლება" (გამოგიტყდებით ძალიან მომწონს) და "მაგას რა ედარდება შვილები გახიზნული ყავს" (მართალია, შორს ვართ, აქვე ბახტრიონზე:) საუბრები ჭარბობს და კიდევ მეტი იქნება. მე რა ხელი მაქვს ამასთან. შეგიძლიათ მიესალმოთ ან არა ქალ მინისტრს, დაიჯეროთ ან არა რომ ხანდახან მინისტრსაც შეიძლება შესცივდეს თუნდაც ის თავდაცვის იყოს, მაგრამ მაინც გულის კუნჭულში იმედს არ ვკარგავ რომ პირველი აღტკინების გადავლის შემდეგ გაგახსენდებათ რომ ქართული ჯარისა და ჩვენი თავდაცვისუნარიანობის შესახებ ჯანსაღი დისკუსია პრაქტიკულად არასოდეს ყოფილა ჩვენს ქვეყანში და დასაწყებია. წარამატებებს გისურვებთ თქვენც, საკუთარ თავსაც და პირველ რიგში ჩვენს სამშობლოს",-წერს თინა ხიდაშელი.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)