|
2018-01-08 21:02:35, 2205 ნახვა
სამართალი
ვანო ზარდიაშვილი: ხუმრობით ვულოცავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დოლიძის დანიშვნას, პატარა ცირკები ელოდებათ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ანა დოლიძის დანიშვნას არ მიესალმება და ამბობს, რომ ეეჭვება, მან პოლიტიკა და მართლმსაჯულება ერთმანეთისგან გამიჯნოს: „გულწრფელად ვისურვებდი, რომ ანა დოლიძემ გამიჯნოს პოლიტიკა და მართლმსაჯულება ერთმანეთისგან, მაგრამ ამაში ნამდვილად ეჭვი მეპარება ერთი მარტივი მიზეზის გამო-მას ვერ გაურჩევია, რომ სააკაშვილი თავის 9 წლიან მმართველობაში იყო ჭანჭიკი და მარგველაშვილი თავის 5 წლიან მმართველობაში დევგმირია.მას რეალურად ასე ჰგონია. შესაბამისად, მე ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ ის ამოვა მართლმსაჯულების ინტერესიდან და მგონია, რომ იგი შეიტანს პოლიტიკას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.ხუმრობით ვულოცავ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მათ პატარა ცირკები ელოდებათ. ვერასდროს წაიკითხა გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციამ კონსტიტუცია, ვერასდროს წაიკითხა პროკურატურის ბრალი და ვერასდროს წაიკითხა და ვერ განმარტა სწორად სასამართლოს გადაწყვეტილებები. შესაბამისად ანა დოლიძესთან მიმართებაში მე პირადად ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი“,-აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ანა დოლიძის დანიშვნასთან დაკავშირებით, განკარგულება გამოსცა. როგორც მარგველაშვილმა დღეს დოლიძის წარდგენისას განაცხადა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლმსაჯულების სისტემა რჩება „აქილევსის ქუსლად“ და პრობლემად გასდევს ფაქტობრივად ყველა ხელისუფლებას. „2012 წლის ხელისუფლების ცვლილებისას ყველას ჰქონდა ის მოლოდინი, რომ მართლმსაჯულების სისტემა თვისობრივად გაუმჯობესდებოდა, თუმცა დღეს შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებას ნდობა, ზოგადად მართლმსაჯულების მიმართ სამწუხაროდ ბევრ კითხვას ვერ პასუხობს. არადა, დამოუკიდებელი სასამართლო არის ერთერთი მთავარი ფუნდამენტი ჩვენი სახელმწიფოებრიობის. ის არამარტო უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების სამართლებრივ დაცულობას, არამედ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ეფექტური ფუნქციონირების ერთერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია. იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი, ერთერთი იმ ორგანოთაგანია, რომელსაც თავისი მანდატით ევალება უზრუნველყოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა და ეფექტური ფუნქციონირება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობას 17 იანვრიდან, 4 წლის ვადით დაიკავებს.
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)