03:11 - 06 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-07 14:18:34, 2015 ნახვა

საზოგადოება
ვარდების მოედნიდან საშობაო მსვლელობა დაიწყო

შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ვარდების რევოლუციის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით  საშობაო მსვლელობა დაიწყო.


მასში  საპატრიარქოს წარმომადგენლები, სტიქაროსნები და მრევლი მონაწილეობენ.


 მსვლელობის მონაწილეები გაივლიან რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, პუშკინის ქუჩას.   მონაწილეთა ერთი  ჯგუფი საპატრიარქოში მივა, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს და  ნობათს გადასცემს. ამის შემდეგ მსვლელობა ბარათაშვილის ხიდით ბარათაშვილის ქუჩაზე გაგრძელდება.


ალილოში მონაწილეთა ერთი ჯგუფი ამჯერად პრეზიდენტის სასახლისკენ გადაინაცვლებს. მათ ქვყნის პირველი პირი  ტკბილეულს  გადასცემს.


საშობაო  მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს გადაიხდიან.


 ცნობისთვის, ალილო ტრადიციად 2000 წლიდან იქცა. ეს არის დღე როდესაც ღამისთევის შემდეგ მგალობლები დადიან ქუჩებში და მოსახლეობას ულოცავენ ქრისტეშობის დღეს. მსვლელობის დროს მახარობლები აგროვებენ იმ შემოწირულობას, რასაც ხალხი გადასცემს მათ და ეს შემოწირულობა ურიგდებათ გაჭირვებულ ადამიანებს, მიუსაფარ ბავშვებს და ასევე პატიმრებს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვენსი ტრამპის მემკვიდრეობისთვის ბრძოლას იწყებს: როგორ იყენებს ვიცე-პრეზიდენტი რესპუბლიკელების დამარცხებას - Axios
The Independent: რუბიომ შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დატოვოს, რათა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
Starshield-დან რუსულ ნავთობამდე: დემოკრატები ტრამპის ქმედებებზე კონგრესის გამოძიებას ამზადებენ
ზახაროვა ფარცხალაძის ფონდზე: გვჯერა, წვლილს შეიტანს რუსეთ-საქართველოს კავშირის ზრდაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics