|
2018-01-04 15:34:45, 1834 ნახვა
კომენტარი
პატრიარქის ექიმი: გაცივდა, ბრონქიტი აქვს და ვიცავთ, რომ დამატებითი ინფექცია არ იყოს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმის, ცისანა შარტავას ინფორმაციით, ილია მეორეს ბრონქიტი აქვს. როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, ილია მეორეს გამოკვლევები ამბოლატორიულად უტარდება. "ფართო მასშტაბის მიღებები დროებით შევზღუდეთ. ახლაც იცით, რომ მიღება ჰქონდა და იყო ამ მიღებაზე. იყო ექიმების კონსილიუმი და დადგინდა, რომ აქვს ბრონქიტი. გაცივდა, და ვიცავთ, რომ დამატებითი ინფექცია არ იყოს. ამბოლატორიულად ხდება გამოკვლევები. ყველაფერს, ვაკეთებთ და მგონია, რომ ჩვეულებრივად შობის წირვასაც დაესწრება", - განაცხადა ცისანა შარტავამ. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაბადების დღეა. უწმინდესს 85 წელი შეუსრულდა. აღსანიშნავია, რომ იუბილესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებები საპატრიარქოში წელს არ გაიმართება. პატრიარქის ერთ-ერთი ექიმის თქმით, ეს პატრიარქის სურვილი იყო, თუმცა ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღონისძიებების არჩატარების მიზეზი ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობაა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)