2018-01-04 11:58:51, 2211 ნახვა
სამართალი
ორთაჭალაში მამაკაცი დაჭრეს
ორთაჭალაში, ბერძნის ქუჩაზე სროლის შედეგად მამაკაცი დაიჭრა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამართალდამცველებს თავდამსხმელი ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაზნრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ავტორი: ,