|
2015-05-11 16:57:11, 561 ნახვა
საზოგადოება
NDI: იუსტიციის სახლის მომსახურებასთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოკითხულთა 96%-მა დააფიქსირა
იუსტიციის სახლს გასული 1 წლის განმავლობაში „სრულიად უკმაყოფილო“ მომხმარებლი არ გააჩნია. ამის შესახებ NDI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული. კვლევის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში იუსტიციის სახლის მომსახურებებით გამოკითხულთა 24 % ისარგებლა. კითხვაზე კი „რამდენად კმაყოფილი ან უკმაყოფილო იყავით გაწეული მომსახურებით“, გამოკითხულ მომხმარებელთა 42-მა პროცენტმა უპასუხა, რომ იუსტიციის სახლის მომსახურებით „სრულიად კმაყოფილია“ , ხოლო 54 პროცენტი „კმაყოფილი“. რაც შეეხება უკმაყოფილოთა რაოდენობას, მან მხოლოდ გამოკითხულ მომხმარებელთა 4 პროცენტი შეადგინა, ხოლო სრულიად უკმაყოფილოთა რაოდენობა ნულოვანი მაჩვენებლითაა აღნიშნული. საერთო ჯამში კი, იუსტიციის სახლის მომსახურებასთან დაკავშირებით კმაყოფილება გამოკითხულთა 96%-მა დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლი ერთადერთია იმ კვლევაში მოყვანილ უწყებებს შორის რომელმაც უკმაყოფილო მომხმარებლის ძალიან დაბალი, ხოლო სრულიად უკმაყოფილო მომხმარებლის ნულოვანი რაოდენობა აჩვენა. იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს სერვისების ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა,სადაც იუსტიციის სამინისტროს სამსახურების და სხვა უწყებების სერვისები სისტემურად არის თავმოყრილი.კომფორტული გარემო და მაღალკვალიფიციური პერსონალი მომხმარებლის თავაზიან, სწრაფ და ხარისხიანმომსახურებას უზრუნველყოფს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)