20:13 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-29 18:00:47, 3368 ნახვა

საზოგადოება
მოხალისეებთან შემაჯამებელი შეხვედრა მედიათეკაში გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა მოხალისეებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

თათია ხოჭოლავამ ახალგაზრდებს მოხალისეობრივ პროგრამებში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თბილისის მედიათეკების გაერთიანების ნაძალადევის ფილიალში გამართულ შეხვედრას ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე დაესწრო, რომელმაც პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.

თათია ხოჭოლავას განცხადებით, მოხალისეობრივი პროგრამები/პროექტების მიზანი ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, საზოგადოების საკეთილდღეოდ საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება და პოპულარიზაციაა. მისივე თქმით, მოხალისეობის მხარდაჭერა ხელს უწყობს ახალგაზრდებს თავისუფალი დროის, ცოდნისა და უნარების გამოყენებით, თავიანთი წვლილი შეიტანონ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობაში.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" ახალგაზრდებს მოხალისეობრივ საწყისებზე სხვადასხვა პროგრამას სთავაზობს. მათ შორისაა პროგრამა „მოხალისე“, რომელიც საქართველოს 19 ქალაქის იუსტიციის სახლებში მიმდინარეობს. პროგრამა „ორი თაობა“ კი - თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში მიმდინარეობს, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში უფროსი თაობის მიმართ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებაა. ახალგაზრდებს, ასევე, საშუალება აქვთ ჩაერთონ კეთილმოწყობით და გამწვანებით ღონისძიებებშიც. ბოლო სამი წლის განმავლობაში სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ 4 ათასამდე მოხალისე ჰყავდა. ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების მიმართულებებია: ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია; შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება; მოხალისეობის მხარდაჭერა; სამართლებრივი/სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და სხვა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics