|
2017-12-29 17:23:39, 3528 ნახვა
ეკონომიკა
გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 6 გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამუშავდა
ეკონომიკის სამინისტროს შპს ,,მთის კურორტების განვითარების სააგენტოს“ ინიცირებით, კომპანია ,,თავისუფალი არქიტექტორების“ მიერ გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 6 გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამუშავდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 28 დეკემბერს ,,მთის კურორტების განვითარების სააგენტოს“ ოფისში გაიმართა 2 გეგმარებითი არეალის საჯარო განხილვა, სადაც ავტორთა ჯგუფმა პრეზენტაციის სახით მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა. განხილვაში მონაწილეობდნენ აღნიშნულ არეალებზე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები, დაინტერესებული პირები და საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები - სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნინო გვენცაძე და დეპარტამენტის ექსპერტი/კონსულტანტი კახა ნიაური. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე 6 გეგმარებითი არეალის განაშენიანების რეგულირების გეგმები საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 მარტის №488 განკარგულების საფუძველზე შემუშავდა.
(NS)
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)