14:52 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-29 14:41:12, 2921 ნახვა

სამართალი
შსს-ს იურისტი რატიანის საქმეზე: როგორც ჩანს, სასამართლომ ლმობიერი გადაწყვეტილება მიიღო

„როგორც ჩანს სასამართლომ ლმობიერი გადაწყვეტილება მიიღო“, - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი ბექა დოჭვირი საქალაქო სასამართლოს მიერ პოეტ ზვიად რატიანის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას.

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბატონი ზვიად რატიანი სცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობისადმი. როგორც ჩანს სასამართლომ ლმობიერი გადაწყვეტილება მიიღო, იქიდან გამომდინარე, რომ ბატონმა ზვიადმა ფაქტობრივად აღიარა სამართალდარღვევა. რაც შეეხება მის ბრალდებებს პოლიციისადმი, აღნიშნულზე მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში და ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ღია და ობიექტური გამოძიებასთან", - განაცხადა შსს-ს იურისტმა.

რაც შეეხება ვიდეო მასალას, იურისტის თქმით, მასალის გავრცელება არასასიამოვნო ფაქტი იყო.  კითხვა - თუ ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, იურისტმა უპასუხოდ დატოვა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანს 2 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics