2017-12-27 21:46:22, 2387 ნახვა
სამართალი
კახეთში აფეთქების შედეგად 11 წლის მოზარდი გარდაიცვალა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში აფეთქებას 11 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ბიჭმა ეზოში მდგარ შემდუღებელ აპარატთან სანთებელა აანთო, რამაც კარბიტის ბალონის აფეთქება გამოიწვია.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ექიმებს მოზარდი გარდაცვლილი დახვდათ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ავტორი: ,