10:41 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 19:49:22, 2446 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოპოლიტიკის კანონპროექტს პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა

 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონპროექტს და მასთან დაკავშირებულ კანონებში ცვლილებებს პირველი მოსმენით, 5 ხმით, შემოთავაზებული პრინციპების გათვალისწინებით დაუჭირა მხარი.

კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ეს პრინციპებია-ბრძოლა ნარკოტიკების გაყიდვა- გასაღების მიმართ, ნარკომომხმარებელი არ უნდა დაისაჯოს სისხლისამრთლებრივი სასჯელების მიხედვით, არ იგულისხმება ნარკოტიკების ლეგალიზაცია.

საბოლოოდ იურიდიული-წამყვანი კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას იმ ვერსიასთან დაკავშირებით,  რომელიც პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს.

სხდომას სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ. მათ გააჟღერეს თხოვნა, რომ ნაჩქარევად არ მოხდეს კანონპროექტის განხილვა:

"ეს არის პატრიარქის თხოვნა,  მოგვეცით საშუალება, განვიხილოთ, რას ვუყრით კენჭს, დაწერილი წავიკითხოთ, რომ საზოგადოებამ იცოდეს,  რას ვუყრით კენჭს.ნაჩქარევად არ მივიღოთ",-აღნიშნა სასულიერო პირმა.

სხდომა  კვორუმის არ არსებობის გამო,  დაახლოებით 2 საათის დაგვიანებით დაიწყო . საქმე იმაშია, რომ კომიტეტის 7 წევრი ცვლილებებს ეწინააღმდეგება და კომიტეტის მუშაობაშიც არ მიიღეს მონაწილეობა.  ეს დეპუტატები არიან: მირიან წიკლაური, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, დიმიტრი მხეიძე და კობა ნარჩემაშვილი.

კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს პირის მიერ პირადი მოხმარების მიზნით, ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენების  და მცირე ოდენობით ფლობის კრიმინალური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში. კანონპროექტების ავტორი საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმაა, ცვლილების ინიციატორები აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე და სოფიო ქაცარავა არიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics