|
2017-12-27 19:21:15, 2640 ნახვა
კომენტარი
დეკანოზი დავით ისაკაძე: ნარკოტიკის არანაირი ოდენობა არ შეიძლება ჩაითვალოს მისაღებად
"მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" ერთ-ერთი ლიდერის, დეკანოზ დავით ისაკაძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა ერთპიროვნულად არ უნდა განიხილოს. როგორც ისაკაძემ განმარტა, საკითხი პარლამენტმა საზოგადოებას უნდა გადასცეს განსახილველად. "ჩვენი, საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება არის ასეთი, რომ ამ ადამიანებს სჭირდებათ დახმარება. მაგრამ ამასთან ერთად საჭიროა საუბარი ოდენობაზე. რა ოდენობა შესაძლოა ჩაითვალოს მისაღებად და რა შეიძლება არ ჩაითვალოს მისაღებად. ჩვენი მოსაზრება ასეთია - რომ არანაირი ოდენობა არ შეიძლება ჩაითვალოს მისაღებად. პირიქით ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ეს ადამიანები გათავისუფლდნენ ამ უბედურებისგან. ჩვენი უმორჩილესი თქოვნა იქნება და არა მარტო ჩვენი, მინდა პატრიარქის პოზიცია გაგაცნოთ, ეკლესიის და მღვდელმთავრების. უნდა შედგეს ფართო მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით. მარტო თქვენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ პატივს გცემთ თქვენ, ნუ გახდებით ასეთი დიდი პასუხისმგებლობის მქონე საკითხის გადამწყვეტი ორგანო. მოგვეცით საშუალება საზოგადოებას გავეცნოთ ყველაფერს რასაც თქვენ განსახილველად გამოიტანთ", - განაცხადა დეკანოზმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)