|
2017-12-27 18:34:22, 2146 ნახვა
კომენტარი
ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო განხილვა მიმდინარეობს
ჯანდაცვის კომიტეტზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონპროექტს და მასთან დაკავშირებულ კანონებში ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ. სხდომა სამ საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა კვორუმის არ არსებობის გამო, იმ დროს ვერ ჩატარდა. საქმე იმაშია, რომ კომიტეტის 7 წევრი ცვლილებებს ეწინააღმდეგება და კომიტეტის მუშაობაშიც არ მონაწილეობს. ეს დეპუტატები არიან: მირიან წიკლაური, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, დიმიტრი მხეიძე და კობა ნარჩემაშვილი. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, კვორუმი ოპოზიციონერი დეპუტატების დახმარებით შედგა. კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს პირის მიერ პირადი მოხმარების მიზნით, ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენების და მცირე ოდენობით ფლობის კრიმინალური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში. კანონპროექტების ავტორი საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმაა, ცვლილების ინიციატორები აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე და სოფიო ქაცარავა არიან.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)