|
2017-12-27 18:00:36, 1586 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძესთან ერთად, წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. როგორც დედაქალაქის მერმა განაცხადა, აღნიშნული გზა სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანდა. „კარგად იცით, წყნეთი-ბეთანიის გზაზე 13 ივნისის სტიქიის შედეგად თუ რა პრობლემები შეიქმნა და ხედავთ არსებულ მდგომარეობასაც. აღდგენით სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. ეს გზა სრულად აღდგება და ყველაფერი თანამედროვედ მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები გაზაფხულზე დასრულდება“, - აღნიშნა კახა კალაძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მადლობა გადაუხადა. ზურაბ ალავიძის განცხადებით, წყნეთი-ბეთანიის გზაზე აქტიური მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის დროსაც საინჟინრო კუთხით, უნიკალური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. „პროცესში მიუნხენის გეოლოგიის ინსტიტუტი და შესაბამისი სპეციალისტები იყვნენ ჩართული. ისეთი საინჟინრო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რომელიც აქამდე საქართველოში არ განხორციელებულა. გაზაფხულიდან აღნიშნული გზა სრულიად აღდგება“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. აღნიშნულ გზაზე გადაადგილება მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა ურთულესი მონაკვეთია და წალკის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს უკავშირდება. გზის პროექტირება-რეაბილიტაციის ღირებულება 25 მლნ ლარია. გზის სიგრძე დაახლოებით, ერთ კილომეტრს შეადგენს. რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. სამუშაოები მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
(NS)
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)