03:32 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 15:16:12, 1839 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: უსაფრთხოების კუთხით რაც უფრო მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩატარდება, მით უფრო მწვავე იქნება ოპოზიციის განცხადებები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, რაც უფრო მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩატარდება უსაფრთხოების კუთხით და ეკონომიკური პროექტები განხორციელდა, ოპოზიციის მხრიდან მით უფრო მწვავე განცხადებები გაკეთდება.

ამ კომენტარით ვოლსკი ახმეტის რაიონში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა, რომლის დროსაც ერთი ახალგაზრდა თავის არეში დაიჭრა.

„სახალხო დამცველს არ უთქვამს, რომ სამართალდამცველებმა ძალას გადაამეტეს, სახალხო დამცველი საკითხს სწავლობს და  შენიშვნები და მოსაზრებები რასაკავირველია საინტერესო იქნება,  მათ შორის სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელობისათვის, რომელიც ასევე ძალიან დეტალურად სწავლობს საკითხს.რაც უფრო მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩატარდება უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც მეტი ეკონომიკური პროექტი იქნება, მით უფრო მწვავე და მწარე  იქნება ეპითეტები და განცხადებები, რომლებიც ოპოზიციის მხრიდან მოდის. მასთან არ უნდა იყოს შესაბამისობაში სახალხო დამცველის განცხადებები და  ამის იმედი გვაქვს“,-განაცხადა  ვოლსკიმ.

ოპოზიცია ახმეტის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციისას სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics