20:00 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-27 10:03:24, 1882 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროს პროექტის - „მხატვრები მშვიდობისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა

მშვიდობა, თავისუფლება, გამარჯვება, ერთობა, მეგობრობა, ერთგულება, სიმტკიცე, თავდადება, თავგანწირვა, სიმამაცე, სიცოცხლე და სიყვარული - ეს ის ღირებულებებია, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები საკუთარ თავში აერთიანებს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ღირებულებები თორმეტმა ქართველმა მხატვარმა გაიაზრა და თორმეტი ფერწერული ტილო შექმნა. 

მხატვრები - რუსუდან ფეტვიაშვილი, ქეთი მატაბელი, მამუკა დიდებაშვილი, ანტონ ბალანჩივაძე, ნიკო ცეცხლაძე, დალი ფოდიაშვილი, დევი ზალდასტანიშვილი, მამუკა მიქელაძე, ნინო ჩაკვეტაძე, ნინო ფერაძე, კოკა ციხელაშვილი, სანდრო დალაქიშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტმა - „მხატვრები მშვიდობისთვის“ გააერთიანა. პროექტის პრეზენტაცია ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში გაიმართა.

მხატვრების მიერ ჯარის ღირებულებებზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასა და უწყების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას ლევან იზორიამ პროექტში ჩართულ თითოეულ მხატვარს სიმბოლურად მადლობის სიგელები გადასცა. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტში მხატვრების ჩართულობა სამხედროების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულების გამოხატულება და სოციალური პასუხისმგებლობის მკაფიო გამოვლინებაა.

გამოფენაზე მოსულ სტუმრებს ნამუშევრების შეძენის შესაძლებლობა მიეცათ. ნახატების გაყიდვიდან შემოსულ თანხას მხატვრები, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებულ დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილ ფონდში შეიტანენ. თანხა სრულად მოხმარდება დაჭრილ-დაშავებული სამხედროების საჭიროებებს.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო ვიდეორგოლი, სადაც მხატვრები ღირებულებებთან დაკავშირებით საკუთარ დამოკიდებულებებზე საუბრობენ.

ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და აღმასრულებელი ხელისუფლების, Army Card-ის პარტნიორი კომპანიების, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ღონისძიება მუსიკალურად ეროვნული გვარდიის საჩვენებელი ორკესტრის ბენდმა გააფორმა.

პროექტის ფარგლებში შექმნილი თითოეული ნამუშევრის ასლი დატანილია თავდაცვის უწყების 2018 წლის კალენდრებზე, ბლოკნოტებზე, მისალოც ბარათებსა და სასაჩუქრე ჩანთებზე.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრიშტიანუ რონალდუმ ოფიციალურად დაასრულა სანაკრებო კარიერა
ევროპაში რამდენიმე საათში 16-მა თვითმფრინავმა ბომბის შესახებ შეტყობინება მიიღო
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ხაბეიშვილი ოცნებაზე -მკვლელობებში მათი პრემიერყოფილი ამხელს და ესენი ხმას როგორ იღებენ?! რიჟვაძეს ვინ ესროლა, ვინ კლავდა, ვინ დასაჯეს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics