10:41 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-26 20:39:56, 1952 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი ავტოტრანსპორტის ე.წ. ტექდათვალიერების გადავადებას აკრიტიკებს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ავტოტრანსპორტის ე.წ. ტექდათვალიერებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს გამოეხმაურა.

ლომჯარია ე.წ. ტექდათვალიერების გადავადებას აკრიტიკებს.

„საზოგადოებაში ყოველდღიურად სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს ჰაერის დაბინძურების პრობლემა, რომელიც უარყოფითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების სამ უმთავრეს წყაროს შორისაა ტრანსპორტის სექტორი. ამ კონტექსტში, არსებობდა მაღალი მოლოდინები 2017 წლის 31 დეკემბრიდან ყველა სახის ავტოტრანსპორტის ე.წ. ტექდათვალიერების შემოღებასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებითა  და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი რეგლამენტით, აღნიშნული საკითხები კვლავ გადავადდა რამდენიმე წლით, რაც არ შეესაბამება ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ინტერესებს.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონიდან ამოღებულ იქნა ჩანაწერი, რომლითაც ყველა ავტოტრანსპორტის ე.წ. ტექდათვალიერება 2017 წლის 31 დეკემბრიდან უნდა დაწყებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თარიღის განსაზღვრის უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობისათვის არ გადაუცია,  მთავრობამ 2017 წლის 1 დეკემბერს უკვე დაამტკიცა ახალი რეგლამენტი  და მიუთითა ახალი თარიღები, რაც პრობლემურია. აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში უკვე მეოთხეჯერ გადაიწია ავტოტრანსპორტის ე.წ. ტექდათვალიერების ამოქმედებამ. კერძოდ, მთავრობის მიერ მიღებული რეგლამენტის მიხედვით, 2020 წლის 1 იანვარი განისაზღვრა იმ თარიღად, როდესაც ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას (მცირე გამონაკლისის გარდა) გავლილი უნდა ჰქონდეს ე.წ. ტექდათვალიერება თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჰაერის დაბინძურების კონტექსტში, რამდენიმე მნიშვნელოვან პარამეტრს ამ პერიოდში ჩატარებული შემოწმებისას არ მიექცევა ყურადღება, რაც საკითხის კიდევ უფრო შორეულ პერსპექტივაში გადადებას გულისხმობს,  მაგალითად, 2020 წლის 1 იანვრამდე პირველი ინსპექტირების ჩატარებისას არ იმოქმედებს ტექნიკური რეგლამენტის ის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც: „დაუშვებელია გაჟონვა ნამწვი აირების გამონაბოლქვის სისტემის ელემენტების დაზიანებული ან შეერთების ადგილებიდან, ხოლო კატალიზური კონვერტორებით აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებებზე დაუშვებელია ნამწვი აირების ატმოსფეროში გამოყოფა კატალიზური კონვერტორების გვერდის ავლით“  ამავე პერიოდში იზრდება გამონაბოლქვ აირებში ნახშირჟანგის (CO) მაქსიმალური დასაშვები შემცველობა და სხვა.  შესაბამისად, 2020 წლამდე ჩატარებული ე.წ. ტექდათვალიერების დროს არ შემოწმდება იმ მოთხოვნების შესრულება, რომლებიც მჭიდრო კავშირშია ჰაერის დაბინძურებასთან. აღნიშნული გულისხმობს, რომ მომავალი წლების განმავლობაშიც ტექდათვალიერება ვერ უზრუნველყოფს ჰაერის დაბინძურების მნიშვნელოვნად შემცირებას“,-ნათქვამია  ომბუდსმენის განცხადებაში.

ომბუდსმენმა  კანონპროექტის საკომიტეტო განხილვისას თავისი უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსირა აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა ყველა ავტოტრანსპორტის ე.წ. ტექდათვალიერების დროულად ამოქმედებას იმ სახით, რაც დადებითად აისახებოდა ქვეყანაში ჰაერისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics